გეგა დიასამიძე: “ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული”

თარიღი: ოქტომბერი 9, 2018

“საბურთალოს” ფეხბურთელმა გეგა დიასამიძემ “სიონთან” (3:2) მატჩში დუბლი გაიფორმა და საგოლე გადაცემა მიითვალა. მატჩის შემდეგ გეგამ “საბურთალოს” ვებ-გვერდთან ინტერვიუ ჩაწერა.

“ბოლნისის “სიონს” კარგი შემადგენლობა ჰყავს, გუნდი სწორედ ფეხბურთელების კონტიგენტით ფასდება. რთული მატჩის მოლოდინში ვიყავით. ვიცოდით, რომ იოლი შეხვედრა არ გველოდა. მართალია, ორი გოლი გავიტანე და საგოლე გადაცემა მივითვალე, თუმცა კიდევ შემეძლო მეტოქის კარის აღება.
შაბათს სწრაფი გოლი კი გავიტანეთ, მაგრამ პირველ ნახევარში ვერ დავალაგეთ თამაში. მეტოქემ მალევე გაგვიტანა. ამის მერეც გავცვალეთ გოლები, საერთო ჯამში ორმხრივი მატჩი გამოდგა. საბოლოოდ, გამარჯვებას 74-ე წუთზე მივაღწიეთ და მნიშვნელოვანი სამი ქულა მოვიპოვეთ”.
– “სიონთან” მოგება ეროვნულ ლიგაში მე-20 გამოდგა. რთული იყო ამ გამარჯვებების დაგროვება?
– მარტივი ნამდვილად არ იყო, თუმცა ამ ციფრზე გაჩერებას არ ვაპირებთ. შეგვიძლია თამაშის მომატება, ამის პოტენციალი “საბურთალოს” გააჩნია.  ძალიან რთული ჩემპიონატია, 36 მატჩის ჩატარება გვიწევს, რაც არ არის მარტივი. არაპროგნოზირებადი პირველობა გვაქვს, ვერც ერთ გუნდთან მარტივ გამარჯვებას ვერ დაგეგმავ. ფეხბურთელები, მწვრთნელები ბოლომდე ვიხარჯებით. სწორედ ამის შედეგია, რომ პირველ ადგილზე ვიმყოფებით და ჩემპიონობისკენ ვისწრაფვით.
– “საბურთალოში” წლის დასაწყისში გადმოხვედით. იფიქრებდით, რომ ჩემპიონობისთვის იბრძოლებდით?
– რამდენიმე შემოთავაზება მქონდა, მაგრამ “საბურთალოზე” იმიტომ გავაკეთე არჩევანი, რომ დიდი მიზნები და გეგმები ჰქონდა.  რასაც ვფიქრობდი მართლდება. მიხარია, რომ სწორი ნაბიჯი გადავდგი. ევროტურნირებზე მოხვედრა დაგეგმილი გვქონდა, მაგრამ დრომ მოიტანა და ჩემპიონობისთვის ვიბრძვით.
– კარიერაში 23 გატანილი ბურთი დაგიგროვდათ, აქედან 5 გოლი უკვე “საბურთალოს” შემადგენლობაში…
– “საბურთალოში” 26 შეხვედრაში მივიღე მონაწილეობა, 5 გოლი ურიგო შედეგი არაა, თუმცა ეს ციფრი შეიძლებოდა კიდევ მეტი ყოფილიყო. გოლის გატანის შანსი ბევრ თამაშში მეძლევა, მაგრამ რამდენიმე მატჩში ვერ გავიტანე.
– რამდენიმე ქართულ კლუბში გითამაშიათ. “საბურთალოში” რას გამოარჩევთ?
– სადაც მითამაშია, ყველა დროს დადებითად ვიხსენებ. “ლოკომოტივში” თითქმის ოთხი წელი ვითამაშე, ის დროც სასიამოვნოდ მახსენდება. “საბურთალო” ძალიან შეკრული გუნდია, ყველა თავის საქმის პროფესიონალი. კმაყოფილი ვარ კლუბში შექმნილი გარემოთი, მინდორზე თუ მის გარეთ. იმედია, ჩემს მიმართაც ანალოგიური დამოკიდებულება აქვთ.
– “საბურთალო”, რომელსაც მოკლე ისტორია აქვს, ახლოსაა თავის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ფურცელი დაწეროს – რა არის საჭირო, რომ კლუბმა სეზონი პირველი ადგილით დაასრულოს?
– ეროვნული ლიგის დასრულებამდე რვა ტურია დარჩენილი. ამ ხნის განმავლობაში ყოველთვის ვლიდერობთ ჩემპიონატს. ვალდებულები ვართ საქმე ბოლომდე მივიყვანოთ და სეზონის ბოლოს ჩემპიონობა ვიზეიმოთ. ყველას ეს მიზანი გვამოძრავებს, ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. კლუბისთვის, ფეხბურთელებისთვის, მწვრთნელებისთვის, მოზარდი თუ ჭაბუკი ფეხბურთელებისთვის, რომლებიც “საბურთალოს” აკადემიაში თამაშობენ, დუბლშემადგენლობისთვის, ძალიან კარგი იქნება თუ ჩემპიონები გავხდებით.
– რით განსხვავდება წლევანდელი ეროვნული ლიგა შარშანდელი სეზონისგან?
– წლეულს, რამდენიმე გუნდი საშინაო მატჩებს თავის სტადიონზე ვერ თამაშობს, რაც მათთვის არაკომფორტულია. რეგიონში რომ ჩადიხარ და სტუმრად თამაშობ, ამას თავისი ხიბლი აქვს. მართალია, ჩვენ საქმეს შედარებით გვიიოლებს, მაგრამ საინტერესოა იგივე ბოლნისში, სამტრედიაში თუ სხვა ქალაქში ფეხბურთის თამაში.

Fcsaburtalo

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

კახა ცხადაძე: “ტორპედო” სერიოზული გუნდია და მას პატივს ვცემთ”

ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისის “ტორპედოს” მეტოქე შიმკენტის “ორდაბასი” იქნება, რომელსაც ქართველი სპეციალის...
წაკითხვა
ფეხბურთი

თურქული გრანდი გიორგი წიტაიშვილით დაინტერესდა

თურქული ვებ-გვერდ Fotospor-ის ინფორმაციით, კიევის “დინამოს” შემტევი ნახევარმცველით, გიორგი წიტაიშვილით თურქული “ბეშიქთაში” დაი...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლევან შენგელიათი ესპანური და ბელგიური გუნდები დაინტერესდნენ

თბილისის “დინამოს” 23 წლის შემტევი, ლევან შენგელია, შესაძლოა, ლა ლიგა 2-ში ვიხილოთ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გია ჭიაბრიშვილი: “სურვილი მქონდა “სელტიკს” შევხვედროდით”

ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე “საბურთალოს” მეტოქე მოლდოვური შერიფი იქნება. წილისყრასა და მეტოქეზე კომენტარი მთავარმა [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

კახა ჩხეტიანი: “ორდაბასი” კარგი გუნდია, რომელსაც სათავეში კახა ცხადაძე უდგას&#

ქუთაისის “ტორპედოს” მთავარმა მწვრთნელმა, კახა ჩხეტიანმა ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველ მეტოქეზე ისაუბრა. “ტორპედოს”...
წაკითხვა
ფეხბურთი

რა გაუკეთა მთავარმა მსაჯმა ფეხბურთელებს (ვიდეო)

ინტერნეტსივრცეში გავრცელდა სახალისო ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ ეხუმრება მთავარი არბიტრი ფეხბურთელს. View this post […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

საქართველოს თასი – “საბურთალომ” მოიგო, “სპაერი”, “გარე

დღეს საქართველოს თასის 1/8 ფინალური ეტაპის 4 შეხვედრა გაიმართა. ეროვნული ლიგის ერთადერთი წარმომადგენელი, ჩემპიონი “საბურთალო” […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რობერტო მარტინესი: “ლუკაკუმ “მანჩესტერ იუნაიტედი” უნდა დატოვოს”

ბელგიის საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი, რობერტო მარტინესი, თვლის, რომ რომელუ ლუკაკუს მომავლისთვის უკეთესი იქნება, თუ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სუარესი: “იანვარში 33 წლის გავხდები, დროა “ბარსელონამ” შემცვლელი იპოვოს&

კატალონიის “ბარსელონას” ურუგვაელმა თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა, საკუთარ მომავალთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნა, რომ სრულად აანალიზებს ...
წაკითხვა
ფეხბურთი

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 18 ივნისი

რაბიო “იუვენტუსში” გადასვლას დათანხმდა “პარი სენ-ჟერმენის” ნახევარმცველი ადრიენ რაბიო “იუვენტუსში” გადასვლას დათან...
წაკითხვა
ფეხბურთი

ნიკოლოზ ქუთათელაძე პარიზის შემდეგ მოსკოვში ითამაშებს

ახალგაზრდა ქართველი თავდამსხმელი, ნიკოლოზ ქუთათელაძე, მოსკოვში იმყოფება. გავრცელებული ცნობების თანახმად, უკლუბოდ დარჩენილმა ქართველმა უკვე გაიარა [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჯერარდმა “დერბის” უარი უთხრა

თითქმის გადაწყვეტილია, რომ “დერბი ქაუნთის” თავკაცი ფრენკ ლამპარდი ლონდონის “ჩელსის” მიაშურებს და მაურიციო სარის შეცვლის, [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართული კლუბების მეტოქეები ცნობილია

18 ივნისს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა და გაირკვა, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე “საბურთალოს” მეტოქე ცნობილია

დღეს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას ჩემპიონთა ლიგის 2019-2020 წლების სეზონის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მიშელ პლატინი დააკავეს

უეფას ყოფილი პრეზიდენტი, მიშელ პლატინი დღეს საფრანგეთის პოლიციამ დააკავა. პლატინი დაკავებულია იმ საქმის გამოძიების ფარგლებში, […]...
წაკითხვა