გეგა დიასამიძე: “თავიდან ჩემპიონობა არ ყოფილა მიზანი, მაგრამ გამოჩნდა, რომ შეგვეძლო”

თარიღი: იანვარი 4, 2019

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ჟურნალში – “ფეხბურთი”, საბურთალოს” ნახევარმცველის გეგა დიასამიძის ინტერვიუ გამოქვეყნდა. ჟურნალისტ ილია ნანობაშვილისა და რესპოდენტის საუბარს ქვემოთ უცვლელად გთავაზობთ:
საბურთალო ჩემპიონი გახდა, ხოლო გუნდის ერთ–ერთი გამორჩეული და სტაბილური ფეხბურთელი გეგა დიასამიძე გახლდათ. ნატიფი ტექნიკა, თამაშის რბილი მანერა, დაფარული პასი – დიასამიძეს აქვს ის თვისებები, რაც ბევრ სხვა ფეხბურთელზე წინ აყენებს. 26 წლისაა და შეიძლება ითქვას, სწორედ ახლაა საუკეთესო ფორმაში.

გეგამ 33 მატჩში 7 გოლი გაიტანა, ნახევარდაცვაში კარგ სამეულს ქმნიდა ვაგნერ გონსალვეშთან და თორნიკე გორგიაშვილთან ერთად. აქვე, ჩვენი ინტერვიუ დიასამიძესთან:

უპირველესად, რის ხარჯზე გახდა ჩემპიონი საბურთალო?

რამდენიმე ფაქტორი იყო. კარგი შემადგენლობა შეიკრიბა, გუნდი ნაყოფიერად მოემზადა და ტურიდან ტურამდე უკეთ თამაშობდა. საბურთალო დაბალანსდა, ყველა რგოლში ნორმალურად გამოვიყურებოდით და ეს მწვრთნელის დამსახურებაა. თავიდან ჩემპიონობა არ ყოფილა მიზანი, მაგრამ გამოჩნდა, რომ შეგვეძლო.

აბა, თავიდან რა იყო მიზანი?

სამეულში თუ გავიდოდით, კარგი შედეგი იქნებოდა, მაგრამ მერე მიზანი შეიცვალა: ჩემპიონობა რეალური ჩანდა.

შეგიძლიათ, გარდამტეხი პერიოდი დაასახელოთ?

მეორე წრეში ზედიზედ სამი მატჩი მოვიგეთ ძლიერ გუნდებთან: დინამოსთან, ტორპედოსთან, ჩიხურასთან. ამ თამაშების მერე დავიჯერე, რომ ჩემპიონობა ძალიან შორსაც არ იყო.

კონკრეტულად თქვენი საუკეთესო მატჩი?

კოლხეთთან ორი გოლი გავიტანე და ერთი საგოლე პასი გავაკეთე.

მიიჩნევ, რომ კარიერაში ყველაზე კარგი სეზონი წლეულს გქონდათ?

დიახ. გოლებითაც, საგოლე პასებითაც და რაც მთავარია, ჩემპიონობით. ბოლოს და ბოლოს, პირველად გავხდი ჩემპიონი.

18 წლის იყავი, როცა დანიურ ორჰუსში მოხვდი, თუმცა ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდი და მთავარში ვერ დაწინაურდი. იქიდან საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნდი, მაგრამ ფაქტია, ვერ გამოირჩეოდი. მხოლოდ შარშანწინ, თბილისის ლოკომოტივში კარგად ათამაშდი. ამდენი ხანი რატომ ჩაგივარდა?

სამწუხაროდ, წელზე მქონდა პრობლემები, ცხრა თვე გამიცდა. მერე საქართველოში რომ დავბრუნდი, როგორც ხშირად ხდება, ყველა გუნდში მწვრთნელებს თავისი ფეხბურთელები ჰყავდათ. მე თვითონაც ბევრი დავაკელი. გიორგი დევდარიანმა მიმიწვია დინამოში, მაგრამ მალე დევდარიანი გაუშვეს. გუნდს ცუდი შედეგები ჰქონდა. მოგვიანებით კი გიორგიმ ლოკომოტივში მიმიწვია. ნდობა მჭირდებოდა.

და დანიაში რატომ ვერ მოიკიდეთ ფეხი?

ორჰუსის ახალგაზრდულში კარგად ვთამაშობდი და ძირითადში გადაყვანაზეც იყო საუბარი. თუმცა ტრავმა დაემატა, კიდევ, უსიამოვნება მომივიდა მწვრთნელთან. საწყენია, რომ დანიაში შანსი ვერ გამოვიყენე. იმ დროს ნორვეგიაში გადასვლის შანსი მქონდა და ახლა ზოგჯერ ვფიქრობ, რომ უკეთესი იქნებოდა იქ გადავსულიყავი, თუმცა საქართველოში დავბრუნდი.

საქართველოს ჩემპიონატში რას გამოასწორებდით?

უპირველესად, მოედნებს. თავიდან თითქოს არ იყო პრობლემა, მაგრამ რაც ამინდები აირია, თამაში გართულდა. არ მომწონს, რომ მწვრთნელები ხშირად იცვლებიან. ასევე, ფეხბურთელების ხშირად გადასვლა–გადმოსვლაც არ ვარგა. სტაბილურობა უკეთსი იქნებოდა. კიდევ, მეტი შანსი უნდა მიეცეთ ახალგაზრდებს. ვხედავ, ბევრ გუნდში მათ მიმართ ნდობა არაა. თუმცა, მომწონს ბევრი რამ: ვხედავ, გაშუქება კარგია. ხელოვნურ საფარზე რომ აღარ ტარდება მატჩები, ესეც ძალიან მომწონს, ოღონდ, რაც წეღან ვთქვი, ბუნებრივი, ბალახის მოედანი უკეთესი უნდა იყოს.

თქვენი ნება რომ იყოს, ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად ვის დაასახელებდით?

ოთარ კიტეიშვილს. ზაფხულამდე ითამაშა თბილისის დინამოში და გუნდისთვის ძალიან დიდ ძალას წარმოადგენდა. კარგი სეზონი ჰქონდათ ბუდუ ზივზივაზეს, გიორგი გაბედავას და საერთოდ, ვფიქრობ, ბევრი კარგი ფეხბურთელი იყო ამ სეზონში.

ჭიაბრიშვილს როგორ დაახასიათებდით?

წლეულს პირველად ვიმუშავე მასთან ერთად. ნამდვილად კარგი მწვრთნელია, თავის საქმეზე შეყვარებული.

Fcsaburtalo.ge

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ჰოლანდი: “ვგრძნობ, რომ მეტი შემიძლია”

დორტმუნდის “ბორუსიას” თავდამსხმელმა, ერლინგ ჰოლანდმა “პარი სენ-ჟერმენთან” გამართული მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იც...
წაკითხვა
ფეხბურთი

რობერტსონი: “ატლეტიკომ” გამარჯვება ისე აღნიშნა, თითქოს ისინი მეოთხედფინალში გა

“ლივერპულის” მარცხენა მცველმა, ენდი რობერტსონმა მადრიდის “ატლეტიკოსთან” გამართული მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იცით...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ატლეტიკო” — “ლივერპული” (ვიდეომიმოხილვა)

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე მადრიდის “ატლეტიკოსა” და “ლივერპულს” შორის პირველი მატჩი გაიმართა, რომელიც ესპანელთ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“დორტმუნდი” — “პსჟ” (ვიდეომიმოხილვა)

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე დორტმუნდის “ბორუსიასა” და “პარი სენ-ჟერმენს” შორის პირველი მატჩი გაიმართა, რომელიც ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჰოლანდის გოლი “პარი სენ-ჟერმენის” კარში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო GOAL! 1-0⚽️ @ErlingHaaland #BVBPSG pic.twitter.com/lSBTAw0bdj — Borussen ✍🏼 (@BorussenEdits) February 18, 2020...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ატლეტიკო” – “ლივერპული” (სასტარტო შემადგენლობები)

დღეს, უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე მადრიდის “ატლეტიკო” საკუთარ მოედანზე “ლივერპულს” დაუპირისპირდება. უკვე ცნობილ...
წაკითხვა
ფეხბურთი

დელ პიერო: “სალაჰი უკვე ღმერთია – არა მხოლოდ ეგვიპტეში”

ტურინის “იუვენტუსის” ლეგენდამ, ალესანდრო დელ პიერომ, “ლივერპულის” ვარსკვლავ მოჰამედ სალაჰს შეაქო, რომელიც ინგლისში 2017 წლიდან...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფიგუ: “მბაპე “რეალისთვის” დიდებული შენაძენი იქნებოდა”

პორტუგალიური ფეხბურთის ლეგენდა ლუიშ ფიგუ მიიჩნევს, რომ კილიან მბაპე ამ დროისთვის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კლოპი: “მე თუ მეოთხე დონეზე ვარ, მაშინ სიმეონე მეთორმეტეზეა”

იურგენ კლოპი, რომელიც საფეხბურთო სამყაროში წარმატებულობასთან ერთად თავისი ქარიზმატულობითაც გამოირჩევა, აღნიშნავს, რომ დიეგო სიმეონე მასზე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორი იქნება 2020 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის ბურთი (ფოტო)

“ადიდასმა” ჩემპიონთა ლიგის 2019-2020 წლების სეზონის ფინალური მატჩის ოფიციალური ბურთის ფოტოები გაავრცელა. ბურთი უახლესი ტექოლოგიებითაა [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლამპარდი: “მაგუაირი უნდა გაეძევებინათ”

ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა, ფრენკ ლამპარდმა განაცხადა, რომ ჰარი მაგუაირი ბატშუაისთან უხეშობის გამო მოედნიდან უნდა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჰარი მაგუაირის გოლი “ჩელსის” კარში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო Maguire goal vs Chelsea (0-2) Fernandes with the assist #mufc pic.twitter.com/8GXyMroESm — United […]...
წაკითხვა