გეგა გეგეშიძემ საქართველოს ჩემპიონატზე მომხდარ ინციდენტზე პირველი კომენტარი გააკეთა

თარიღი: იანვარი 22, 2019

საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა, გეგა გეგეშიძემ 11 იანვარს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა.

როგორც იცით, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატის ფინალში (87 კგ.) ერთმანეთს რობერტ კობლიაშვილი და ზურაბ დათუნაშვილი დაუპირისპირდნენ. დათუნაშვილმა მსაჯების გადაწყვეტილება გააპროტესტა, რის შემდეგაც სიტუაცია დაიძაბა. სპორტის სასახლეში ჩხუბი დაიწყო. ტელეკომპანია რუსთავი 2-მა გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ გეგა გეგეშიძე დათუნაშვილს საგანს ურტყამს.

თავად ფედერაციის პრეზიდენტი ტელეკომპანია იმედთან საუბარში უარყოფს, რომ მან დათუნაშვილს რკინის საგანი ჩაარტყა და ამბობს, რომ ის ამ ინციდენტის გამო პოსტის დატოვებას არ აპირებს.

“რომ გითხრათ ჩხუბი იყო, უფრო შეხლა-შემოხლა იყო. ვის წარბი გაუსკდა და ვის თავი გაუტყდა, ეს არავის დაუნახავს და პირადად, მეც არ დამინახავს. ზოგი იძახის, რომ მე ხელკეტი ჩავარტყი, ზოგი იძახის, რომ ჯაჭვი ჩავარტყი, ზოგი ამბობს, რომ დავჭერი. ჯერ თვითონ ჩამოყალიბდნენ, რა მოხდა. ერთი ერთს ამბობს, მეორე – მეორეს. მე პირდაპირ ვიძახი, არც არავისთვის არაფერი ჩამირტყამს, არც ჯაჭვი მჭერია, არც ხელკეტი და არც არავინ დამიჭრია”, – უთხრა გეგეშიძემ ქრონიკის ჟურნალისტს.

აღსანიშნავია, რომ დათუნაშვილი სამართალდამცავებთან თანამშრომლობას არ აპირებს. ის საგამოძიებო უწყებაში არ გამოცხადდა. სამართალდამცავებმა მას სახლში მიაკითხეს, თუმცა სპორტსმენმა ჩვენების მიცემაზე უარი თქვა.

იხილეთ ქრონიკის სიუჟეტი

მსგავსი სიახლეები
სხვადასხვა

ბექა ღვინიაშვილმა უზბეკ მეტოქესთან შეხვედრისას გონება დაკარგა (ვიდეო)

დიუსელდორფის გრან სლემზე, 90კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების ორივე წევრი ტურნირს გამოეთიშა. ბექა ღვინიაშვილი მეოთხედფინალში […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ტატო გრიგალაშვილი: “საჩემპიონოდ ვიყავი განწყობილი”

ქართველმა ძიუდოისტმა, ტატო გრიგალაშვილმა დიუსელდორფის გრან სლემის მოგების შემდეგ მცირე კომენტარი გააკეთა. 20 წლის სპორტსმენმა […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

რა მუსიკა ჩაირთო დარბაზში მას შემდეგ, რაც ტატო გრიგალაშვილმა ფინალში რუსეთის ნაკრების წევრ

22 თებერვალს ტატო გრიგალაშვილმა დიუსელდორფის გრან სლემი მოიგო. 20 წლის ქართველმა ძიუდოისტმა 81კგ. წონითი კატეგორიის […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ქართველი ქომაგების რეაქცია, როცა ტატო გრიგალაშვილმა ფინალში რუსეთის ნაკრების წევრი დაამარც

22 თებერვალს ტატო გრიგალაშვილმა დიუსელდორფის გრან სლემი მოიგო. 20 წლის ქართველმა ძიუდოისტმა 81კგ. წონითი კატეგორიის […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ლაშა ტალახაძე 2019 წლის მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნად დასახელდა!

ლაშა ტალახაძე ზედიზედ მესამედ მსოფლიოს საუკეთესო მამაკაც ძალოსნად დასახელდა. ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოკითხვა [&hel...
წაკითხვა
სხვადასხვა

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დიუსელდორფის გრან სლემზე

21-23 თებერვალს ძიუდოში დიუსელდორფის გრან სლემი გაიმართება. ამ ტურნირზე საქართველოს ნაკრები 14-კაციანი შემადგენლობით მიიღებს მონაწილეობას. […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

გენო პეტრიაშვილი: “ჩვენი საქმეა ვარჯიში გავაგრძელოთ”

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა, გენო პეტრიაშვილმა ევროპის ჩემპიონატის მეორედ მოგების შემდეგ მცირე კომენტარი […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

გენო პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონია (ვიდეო)

16 თებერვალს, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი გენო პეტრაისილი ევროპის ჩემპიონი კარიერაში მეორედ გახდა. […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ელ იაკვინტა: “ყველა რომ მერაბ დვალიშვილისნაირი იყოს, მსოფლიო უკეთესი იქნებოდა”

UFC-ის ცნობილმა მებრძოლმა ელ იაკვინტამ მერაბ დვალიშვილის მიერ კეისი კენის დამარცხების შემდეგ სოციალურ ქსელში პოსტი […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

მერაბ დვალიშვილი: “ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ კიდევ ბევრჯერ გავახარო თქვენი

ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა UFC-ში მოპოვებული მორიგი გამარჯვების შემდეგ გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა. მერაბმა სოციალურ ქსელ […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

მერაბ დვალიშვილმა UFC-ში მესამე გამარჯვება მოიპოვა (ფოტო, ვიდეო)

აშშ-ში, ნიუ მექსიკოს შტატში UFC Fight Night 167-ის ეგიდით მორიგი შეხვედრა გამართა მერაბ დვალიშვილმა. ქართველი […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია ზურაბ დათუნაშვილის დასჯას ითხოვს

დღეს საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოცაციამ საგანგებო განცხადება გაავრცელა. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ სერბეთის სახელით მოასპარეზე ბერძნულ-რომაულ...
წაკითხვა
სხვადასხვა

ვარლამ ლიპარტელიანის პირველი კომენტარი პარიზის გრან სლემზე მოპოვებული ვერცხლის მედლის შემდ

9 თებერვალს, პარიზის გრან სლემზე, 100კგ წონით კატეგორიაში ვარლამ ლიპარტელიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველი ძიუდოისტი […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ტედი რინერის პირველი კომენტარი სენსაციური მარცხის შემდეგ

ლეგენდარულმა ფრანგმა ძიუდოისტმა, ტედი რინერმა პარიზის გრან სლემზე კოკორო კაგეურასთან განცდილი მარცხის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ბოლო 10 წელში პირველად – ტედი რინერი დამარცხდა (ვიდეო)

პარიზის გრან სლემზე, +100კგ წონითი კატეგორიის მესამე რაუნდში სენსაცია მოხდა. ტედი რინერი იაპონელ კოკორო კაგეურასთან […]...
წაკითხვა