გეგუჩაძე ანანიძის შესაძლო ტრანსფერზე: “კითხვები აღარ არის”

თარიღი: ივნისი 14, 2020

ბათუმის “დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა, გია გეგუჩაძემ ჯანო ანანიძის შესაძლო ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა.

გეგუჩაძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში თქვა, რომ კლუბსა და ანანიძეს შორის ამ ეტაპზე თანამშრომლობა ვერ შედგება.

“ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია მასთან. იყო დიდი სურვილი მისი გუნდში მოყვანის. ის აჭარის რეგიონიდანაა და მისთვის ბათუმის “დინამო” მშობლიური კლუბია. თუმცა, ამ ეტაპზე, ალბათ, არ შედგება ეს თანამშრომლობა. მან უცხოეთში წასვლა არჩია. ჩვენ მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ და აქ კითხვები აღარ არის”, – განაცხადა გეგუჩაძემ.

გავრცელებული ინფორმაციით, ანანიძე კარიერას რუსეთის ჩემპიონატში გააგრძელებს.



მსგავსი სიახლეები