გეიმი, სეტი და მატჩი – “მანჩესტერ სიტი” !
პრემიერლიგის მეთექვსმეტე ტურის მატჩში “სიტიმ” ჩემპიონატის ლიდერი “არსენალი” გაანადგურა – 6:3 და სხვაობა სამ ქულამდე შეამცირა.
სუპერ შოუ “ეტიჰადზე”
ტურის ცენტრალური დაპირისპირება მასპინძელთა შთამბეჭდავი გამარჯვებით დასრულდა. “სიტი” კი გამოირჩევა მიმდინარე სეზონში საშინაო მატჩებში დამაჯერებლობით, მაგრამ ასეთ შედეგს ქალაქელების თავგადაკრული ფანებიც ვერ იწინასწარმეტყველებდნენ. უკანასკნელი შეხვედრებდან გამომდინარე, “არსენალს” პატარა ჩავარდნა აქვს, ვნახოთ რას იზავს ვენგერი სიტუაციის გამოსასწორებლად. კონკურენტები უკვე ძალიან ახლოს არიან.
“ეტიჰადზე” გამართული შეხვედრაში მასპინძლები მე-14 წუთზე დაწინაურდნენ, გოლი აგუეროს ანგარიშზეა. 31-ე წუთზე სტუმრებმა ოულოტის გოლით აღადგინეს წონასწორობა. თუმცა, სულ რაღაც 8 წუთში ნეგრედომ კვლავ წინ გაიყვანა თავისი გუნდი. მეორე ტაიმი ხუთი წუთის დაწყებული იყო, როდესაც ფერნანდინიომ ორამდე გაზარდა სხვაობა. “არსენალის” მეორე გოლი ისევ უოლკოტის ანგარიშზეა. გარემარბმა სხობა 63-ე წუთზე შეამცირა, თუმცა სტუმრების გოლს “სიტიმ” კვლავ მალევე უპასუხო. ამჯერად თავი დავიდ სილვა 66-ე წუთზე გამოიჩინა და ორბურთიანი სტატუს კვო აღადგინა.
შეხვედრის უკანასკნელი წუთები განსაკუთრებით უხვგოლიანი გამოდგა. 88-ე ფერნანდინიომ დუბლი გაიფორმა და თავისი გუნდი კიდევ უფრო დააწინაურა -5:2. ორ წუთში მერტეზაკერმა ერთი ბურთი გაქვითა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დორში კი, იაია ტურემ პენალტიდამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 6:3. “მანჩესტერ სიტი” საჩემპიონო რბოლაში ჩაერთო!
კაპიტნის გარეშე, მაგრამ სრული სვლით!
“ლივერპულმა” ლიდერის წაფორხილებით ისარგებლა და “არსენალთან” სხვაობა ერთ ქულამდე შეამრცირა. რაც მთავარია მერსისაიდელებმა ეს შესანიშნავად ჩატარებული შეხვედრის ხარჯზე მოახერხეს. ბრედ როჯერსის გუნდი ვილაშ-ბოაშის “ტოტენჰემს” ლონდონში ესტუმრა და ნამდვილი საფეხბურთო გაკვეთილი ჩაუტარა. ჯერარდის გარეშე მოთამაშე “ლივერპული” მოედანზე სუარესმა გაიყვანა. ურუგვაელმა, როგორც ყოველთვის, ჩინებული მატჩი ჩაატარა. სწორედ მან გახსნა ანგარიში მე-18 წუთზე. ერთი მოძრაობით მოხდენილად ჩამოიტოვა მცველი და ლიორის დაუცველ კუთხეში დაურტყა. მეორე გოლი სტუმრება ტაიმის მიწურულს მე-40 წუთძე გაიტანეს. შედეგიანი დარტყმის ავტორი ახალგაზრდა ჯორდან ჰენდერსონი გახდა. მეორე ტაიმში “ტოტენჰემი” ათი კაცით დარჩა. 63-ე წუთზე წითელი ბარათი პაულინიომ მიიღო. რის შემდეგაც “ლივერპულმა” კიდევ სამი გოლი გაიტანა. 75-ე ფლანგანმა გაიტანა, 84-ზე სუარესმა დუბლი გაიფორმა ხოლო 89-ე სტერლინგმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
14/12/13
მანჩესტერ სიტი 6-3 არსენალი
გოლები: აგუერო 14′ (1:0); ოულკოტი 31′ (1:1); ნეგრედო 39′ (2:1); ფერნანდინიო 50′ (3:1); უოლკოტი 63′ (3:2); დავიდ სილვა 66′ (4:2); ფერნანდინიო 88′ (5:2); მერტეზაკერი 90′ (5:3); იაია ტურე 90′ (6:3)
კარდიფი 1-0 ვესტ ბრომვიჩი
გოლი: უითინგემი 65′
ჩელსი 2-1 კრისტალ პალასი
გოლები: ფერნანდო ტორესი 16′ (1:0); შამახი 29′ (1:1); რამირესი 35′ (2:1)
ევერტონი 4-1 ფულემი
გოლები: ოსმანი 18′ (1:0); ბერბატოვი 67′ (1:1); კოულმანი 73′ (2:1); ბარი 84′ (3:1); მირალიასი 90′ (4:1)
ნიუკასლი 1-1 საუთჰემპტონი
გოლები: გუფრანი 27′ (1:0); როდრიგესი 65′ (1:1)
ვესტ ჰემი 0-0 სანდერლენდი
ჰალ სიტი 0-0 სტოუკი
15/12/13
ასტონ ვილა 0-3 მანჩესტერ იუნაიტედი
გოლები: უელბეკი 15′; 18′; კლევერლი 52′
ნორვიჩ სიტი 1-1 სუონსი
გოლები: დაიერი 12′ (0:1); ჰუპერი 45′ (1:1)
ტოტენჰემი 0-5 ლივერპული
გოლები: სუარესი 18′; ჰენდერსონი 40′; ფლანაგანი 75′; სუარესი 84′; სტერლლინგი 89′.