გეიმი, სეტი და მატჩი – “მანჩესტერ სიტი” !

თარიღი: დეკემბერი 16, 2013

პრემიერლიგის მეთექვსმეტე ტურის მატჩში “სიტიმ” ჩემპიონატის ლიდერი “არსენალი” გაანადგურა – 6:3 და სხვაობა სამ ქულამდე შეამცირა. 

სუპერ შოუ “ეტიჰადზე” 

ტურის ცენტრალური დაპირისპირება მასპინძელთა შთამბეჭდავი გამარჯვებით დასრულდა. “სიტი” კი გამოირჩევა მიმდინარე სეზონში საშინაო მატჩებში დამაჯერებლობით, მაგრამ ასეთ შედეგს ქალაქელების თავგადაკრული ფანებიც ვერ იწინასწარმეტყველებდნენ. უკანასკნელი შეხვედრებდან გამომდინარე, “არსენალს” პატარა ჩავარდნა აქვს, ვნახოთ რას იზავს ვენგერი სიტუაციის გამოსასწორებლად. კონკურენტები უკვე ძალიან ახლოს არიან.
“ეტიჰადზე” გამართული შეხვედრაში მასპინძლები მე-14 წუთზე დაწინაურდნენ, გოლი აგუეროს ანგარიშზეა. 31-ე წუთზე სტუმრებმა ოულოტის გოლით აღადგინეს წონასწორობა. თუმცა, სულ რაღაც 8 წუთში  ნეგრედომ კვლავ წინ გაიყვანა თავისი გუნდი. მეორე ტაიმი ხუთი წუთის დაწყებული იყო, როდესაც ფერნანდინიომ ორამდე გაზარდა სხვაობა. “არსენალის” მეორე გოლი ისევ უოლკოტის ანგარიშზეა. გარემარბმა სხობა 63-ე წუთზე შეამცირა, თუმცა სტუმრების გოლს “სიტიმ” კვლავ მალევე უპასუხო. ამჯერად თავი დავიდ სილვა 66-ე წუთზე გამოიჩინა და ორბურთიანი სტატუს კვო აღადგინა.
შეხვედრის უკანასკნელი წუთები განსაკუთრებით უხვგოლიანი გამოდგა. 88-ე ფერნანდინიომ დუბლი გაიფორმა და თავისი გუნდი კიდევ უფრო დააწინაურა -5:2. ორ წუთში მერტეზაკერმა ერთი ბურთი გაქვითა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დორში კი,  იაია ტურემ პენალტიდამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 6:3. “მანჩესტერ სიტი” საჩემპიონო რბოლაში ჩაერთო!

კაპიტნის გარეშე, მაგრამ სრული სვლით!

“ლივერპულმა” ლიდერის წაფორხილებით ისარგებლა და “არსენალთან” სხვაობა ერთ ქულამდე შეამრცირა. რაც მთავარია მერსისაიდელებმა ეს შესანიშნავად ჩატარებული შეხვედრის ხარჯზე მოახერხეს. ბრედ როჯერსის გუნდი ვილაშ-ბოაშის “ტოტენჰემს” ლონდონში ესტუმრა და ნამდვილი საფეხბურთო გაკვეთილი ჩაუტარა. ჯერარდის გარეშე მოთამაშე “ლივერპული” მოედანზე სუარესმა გაიყვანა. ურუგვაელმა, როგორც ყოველთვის, ჩინებული მატჩი ჩაატარა. სწორედ მან გახსნა ანგარიში მე-18 წუთზე. ერთი მოძრაობით მოხდენილად ჩამოიტოვა მცველი და ლიორის დაუცველ კუთხეში დაურტყა. მეორე გოლი სტუმრება ტაიმის მიწურულს მე-40 წუთძე გაიტანეს. შედეგიანი დარტყმის ავტორი ახალგაზრდა ჯორდან ჰენდერსონი გახდა.  მეორე ტაიმში “ტოტენჰემი” ათი კაცით დარჩა. 63-ე წუთზე წითელი ბარათი პაულინიომ მიიღო. რის შემდეგაც “ლივერპულმა” კიდევ სამი გოლი გაიტანა. 75-ე ფლანგანმა გაიტანა, 84-ზე სუარესმა დუბლი გაიფორმა ხოლო 89-ე სტერლინგმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

 

14/12/13

მანჩესტერ სიტი 6-3 არსენალი

გოლები: აგუერო 14′ (1:0); ოულკოტი 31′ (1:1); ნეგრედო 39′ (2:1); ფერნანდინიო 50′ (3:1); უოლკოტი 63′ (3:2); დავიდ სილვა 66′ (4:2); ფერნანდინიო 88′ (5:2); მერტეზაკერი 90′ (5:3); იაია ტურე 90′ (6:3)

კარდიფი 1-0 ვესტ ბრომვიჩი 

გოლი: უითინგემი 65′

ჩელსი 2-1 კრისტალ პალასი

გოლები: ფერნანდო ტორესი 16′ (1:0); შამახი 29′ (1:1); რამირესი 35′ (2:1)

ევერტონი 4-1 ფულემი 

გოლები: ოსმანი 18′ (1:0); ბერბატოვი 67′ (1:1); კოულმანი 73′ (2:1); ბარი 84′ (3:1); მირალიასი 90′ (4:1)

ნიუკასლი 1-1 საუთჰემპტონი

გოლები: გუფრანი 27′ (1:0); როდრიგესი 65′ (1:1)

ვესტ ჰემი 0-0 სანდერლენდი

ჰალ სიტი 0-0 სტოუკი

15/12/13

ასტონ ვილა 0-3 მანჩესტერ იუნაიტედი

გოლები: უელბეკი 15′; 18′; კლევერლი 52′

ნორვიჩ სიტი  1-1 სუონსი

გოლები: დაიერი 12′ (0:1); ჰუპერი 45′ (1:1)

ტოტენჰემი 0-5 ლივერპული

გოლები: სუარესი 18′; ჰენდერსონი 40′; ფლანაგანი 75′; სუარესი 84′; სტერლლინგი 89′.

 

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

რონალდ კუმანმა, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, შესაძლოა, “ბარსელონა” ჩაიბაროს

უცხოურ პრესაში ძალიან საინტერესო ინფორმაცია ვრცელდება, რომლის თანახმადაც ჰოლანდიის ნაკრების მთავარ მწვრთნელ რონალდ კუმანს კონტრაქტში […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მოურინიო სულშერზე: “მეც მინდა სამსახური, სადაც სულ მომავალზე ვილაპარაკებ”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა თავკაცმა, ჟოზე მოურინიომ, ოლე გუნარ სულშერს წაკბინა და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ლივერპულის” მოგებათა სერია “მანჩესტერ იუნაიტედმა” შეწყვიტა (ვიდეო

20 ოქტომბერს “ოლდ ტრაფორდმა” ინგლისური ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე პრინციპულ დაპირისპირებას უმასპინძლა “მანჩესტერ იუნაიტედსა” და...
წაკითხვა
ფეხბურთი

ეროვნული ლიგა – კორიფაძის პენალტი აუღებელია, ბათუმის “დინამო” ლიდერია!

ეროვნული ლიგის 31-ე ტურის მე-2 დღეს მხოლოდ საჩხერის “ჩიხურამ” შეძლო გამარჯვება. როგორც ყოველთვის, “ჩიხურას” მატჩში […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რაჯა ნაინგოლანმა სპალ-ს საოცარი გოლი გაუტანა (ვიდეო)

იტალიის სერია A-ში, “კალიარისა” და სპალ-ს შორის მიმდინარე მატჩში ანგარიში მე-9 წუთზე გაიხსნა. “კალიარის” ნახევარმცველმა, [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

“სასუოლო” – “ინტერის” მატჩის მიმდინარეობისას უცნობი პიროვნებ

იტალიის სერია A-ში, “სასუოლოსა” და “ინტერს” შორის მიმდინარე მატჩის დროს მოედანზე უცნობი პიროვნება პარაშუტით დაეშვა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჯანლუიჯი ბუფონის ბრწყინვალე სეივი 94-ე წუთზე (ვიდეო)

19 ოქტომბერს, იტალიის სერია A-ში “იუვენტუსმა” საკუთარ მოედანზე “ბოლონია” მიიღო და მეტოქე 2:1 დაამარცხა. მატჩის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ის, რის გამოც “ატალანტა” დაისაჯა – რა მოხდა “ლაციოსთან” მატჩ

19 ოქტომბერს, იტალიის ჩემპიონატში “ლაციომ” საკუთარ მოედანზე “ატალანტა” მიიღო და ფრედ 3:3 ითამაშა. აღსანიშნავია, სტუმრები [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფეხბურთი მხოლოდ თამაში არ არის – ემოციური კადრები “უტხრეხტი” – პსვ

19 ოქტომბერს, ჰოლანდიის ჩემპიონატში “უტრეხტმა” საკუთარ მოედანზე პსვ მიიღო. მატჩის მიმდინარეობისას ორივე გუნდის გულშემატკივრები ფეხზე [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

აქამდე უცნობი ვიდეო: რა დაემართათ ირლანდიელ ფანებს თბილისში (ვიდეო)

12 ოქტომბერს, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ეროვნული ნაკრები “დინამო არენაზე” ირლანდიას დაუპირისპირდა [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ტოტენჰემის” ფეხბურთელები სეზონის ცუდ სტარტში პოჩეტინოს ადანაშაულებენ

როგორც გავლენიანი ბრიტანული გამოცემა Daily Mail იუწყება, “ტოტენჰემის” ფეხბურთელების სეზონის ცუდი სტარტის გამომწვევ მიზეზად მაურისიო [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჩემპიონობა ბათუმს? – “ლოკომოტივმა” “დინამოს” 94-ე წუთზე მოუგ

ეროვნული ლიგის 31-ე ტურის თბილისურ დერბიში “დინამომ საკუთარ მოედანზე “ლოკომოტივი” მიიღო და 94-ე წუთზე თორნიკე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლა ლიგის პრეზიდეტნი: “პსჟ” და “მანჩესტერ სიტი” ევროტურნირებიდან უნ

ლა ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა, კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უეფამ “პარი სენ-ჟერმენი” და “მანჩესტერ სიტი” […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ტორპედოს” ბავშვებმა მოქმედ ჩემპიონთან ღირსეულად წააგეს

ეროვნული ლიგის 31-ე ტური ქუთაისის “ტორპედოსა” და თბილისის “საბურთალოს” შეხვედრით განახლდა. “ტორპედოში” არსებული ფი...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ტორპედოს” “საბურთალოსთან” მატჩში სათადარიგოთა რიგებში 13 წლის მეკ

საქართველოს Crystalbet ეროვნული ლიგის 31-ე ტურში ქუთაისის “ტორპედო” წყალტუბოში “საბურთალოს” მასპინძლობს. ყველასათვის ცნობილია,...
წაკითხვა