გელა სანაიამ “შევარდენი” დატოვა
2019 წელს ს.კ. ‘’შევარდენი-1906’’ – ის მთავარი მწვრთნელი გელა სანაია და მისი ასისტენტი გიგა გვიჩია კლუბში აღარ იმუშავებენ.
“გელა სანაიამ ‘’შევარდენი-1906’’ 2018 წლის იანვარში ჩაიბარა და დასახული მიზანი – ლიგა 2 – ში ადგილის შენარჩუნება – პირნათლად შეასრულა.
უკან მოტოვებულ ურთულეს სეზონში სანაიას ხელმძღვანელობით ‘’შევარდენი-1906’’-მა ასპარეზობა მე-6 პოზიციაზე დაასრულა და მომავალ ჩემპიონატში ასპარეზობის უფლება 4 ტურით ადრე მოიპოვა.
ჩვენი კლუბისთვის პატივი იყო ისეთ გამოცდილ სპეციალისტთან მუშაობა, როგორიც გელა სანაიაა.
მადლობას ვუხდით სამწვრთნელო შტაბს გაწეული სამსახურისთვის და წარმატებებს ვუსურვებთ ახალ სეზონში.
ჯერჯერობით კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტი ვაკანტურია. გულშემატკივრებისთვის გუნდის ახალი თავკაცის ვინაობა უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი” – აღნიშნული ინფორმაცია “შევარდენის” ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.