გენკი ნაკამურა: “ხარაგაულში გასახდელში დაბრუნებულს საათი და ტანსაცმელი ადგილზე აღარ დამხვდა”
ხარაგაულის “ჩხერიმელაში” იაპონელი თავდამსხმელი, გენკი ნაკამურა ისინჯებოდა, თუმცა Fanebi.com-ის ინფორმაციით ფეხბურთელი ხსენებულ კლუბში არ დარჩა და “ბორჯომს” მიაშურა, სადაც სავრაუდოდ მიმდინარე სეზონს დაასრულებს.
ინფორმაციის გადასამოწმებლად მოთამაშეს დავუკავშირდით და საკმაოდ უსიამოვნო ამბავიც გავიგეთ.
გენკი ნაკამურა: “რამდენიმე ქვეყანაში მაქვს თამაშის გამოცდილება, ახლა კი გადავწყვიტე საკუთარი ძალები თქვენს ქვეყანაშიც მოვსინჯო.
საქართველო კარგი ქვეყანაა შესანიშნავი ხალხით, თუმცა ცოტა გულნატკენი ვარ. ხარაგაულში ჩავედი, გუნდთან ერთად ვივარჯიშე და გასახდელში შესულს საოცრება დამხვდა – ჩემი სათი, სპორტული ფეხსაცმელი და ტანსაცმელი ადგილზე აღარ იყო.
“ჩხერიმელა” დავტოვე და ახლა მენეჯერის დახმარებით “ბორჯომში” ვარ. იმედი მაქვს, რომ ჩემი კარიერის ქართული ნაწილი წარმატებული იქნება.”