გენო პეტრიაშვილი: “გულგატეხილი და ნაწყენი არ ჰქვია ამას, ეს სხვა ემოციაა”

თარიღი: სექტემბერი 20, 2021

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა, 125კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გენო პეტრიაშვილმა ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ფინალში გაბლ სტივსონთან განცდილ მარცხზე ისაუბრა.

27 წლის მოჭიდავე აცხადებს, რომ მან ჯერ კიდევ ვერ უპოვა ახსნა იმას, რაც ფინალურ დაპირისპირებაში მოხდა.

“ვერ ამოვხსენი ბოლომდე, რატომ წავაგე ფინალი. ვაანალიზებ, რაც მოხდა, მაგრამ ახსნა არ მაქვს. რაღაც სხვა მოხდა, არასოდეს დამმართნია. ეს 10000 სპორტსმენში შეიძლება ერთს დაემართოს. კარნახიც იყო, შემართებაც, მთელი მოტივაცია ჩავდეთ ამ შეხვედრაში, მაგრამ ვიტყვი, რომ დავუშვი შეცდომა და მოხდა ის, რაც მოხდა. ამით არაფერი მთავრდება. ვეცადო – ეს არ არის შესაფერისი სიტყვა, უნდა გამოვასწორო. თუ არადა, მომავალი თაობა ისწავლის ჩემს შეცდომაზე, რომ სხვანაირად უნდა მიუდგეს ასეთ გადამწყვეტ შეხვედრას.

ფაქტიურად, ჯიბეში მედო ოქროს მედალი. გულგატეხილი და ნაწყენი არ ჰქვია ამას, სხვა რაღაც ემოციაა, რაც მე დამემართა, რასაც მე განვიცდი.

ოლიმპიადის შემდეგ რამდენიმე დღე გვქონდა ენერგიის აღსადგენად. ახლა მაქსიმალურად ვშრომობთ იმისათვის, რომ მსოფლიო ჩემპიონატს ფორმაში შევხვდეთ. ნამდვილად საპასუხისმგებლო შეჯიბრია და ყურადღებაა საჭირო, გავალთ და დავიხარჯებით”, – განაცხადა პეტრიაშვილმა ტელეკომპანია იმედის ეთერში, გადაცემაში “სპორტის საათი”.

შეგახსენებთ, რომ 2-10 ოქტომბერს ნორვეგიის ქალაქ ოსლოში მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება, რომელშიც მონაწილეობას გენო პეტრიაშვილიც მიიღებს.

მსგავსი სიახლეები
სხვადასხვა

ლაშა ბექაური: “მე დღეს ძალიან ბედნიერი ვარ!”

ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელიც ქართველ გულშემატკივრებს უკავშირდება. 21 წლის ძიუდოისტი […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ზვიად ლაზიშვილმა ორ დღეში 9 კილო დაიკლო – აწონვები, პირისპირ დგომი (ვიდეო)

ზვიად ლაზიშვილი 23 ოქტომბერს UFC-ში სადებიუტო ბრძოლას გამართავს. ქართველი მებრძოლი მექსიკელ ჯონათან მარტინესს დაუპირისპირდება. აღსანიშნავია, […...
წაკითხვა
სხვადასხვა

ლევან საგინაშვილი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ბოდიბილდერს დაუპირისპირდა (ვიდეო)

მსოფლიოს საუკეთესო მკალვჭიდელი ლევან საგინაშვილი თანაგუნდელ ირაკლი ზირაქაშვილთან ერთად დუბაიში იმყოფება. ფაუერლიფტერმა ლარი ვილსმა Youtube-ში [&hellip...
წაკითხვა
სხვადასხვა

უძლიერესი შემადგენლობა – საქართველოს ნაკრები 23-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე

5-7 ნოემბერს უნგრეთის დედაქალაქი ბუდაპეშტი ძიუდოში ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატს უმასპინძლებს, რომელშიც საქართველოს ნაკრები მონაწილეობას ძლიერი [&he...
წაკითხვა
სხვადასხვა

ცვლილება განაცხადში – საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ბაქოს გრან სლემზე

5-7 ნოემბერს ძიუდოში ბაქოს გრან სლემი ჩატარდება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს ნაკრებიც მიიღებს. ჩვენი გუნდის შემადგენლობა […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

კურიოზი პარიზის გრან სლემზე – მაისურაძეს ოქროს მედალი სურდა (ვიდეო)

17 ოქტომბერს, ძიუდოში პარიზის გრან სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე გაიმართა. -90კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ბასილაშვილი: “რა თქმა უნდა, გამარჯვება მინდოდა, მაგრამ დავბრუნდები”

ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიანა უელსის ტურნირის ფინალში ბრიტანელ კამერონ ნორისთან სამ სეტში (3:6, 6:4, 6:1) დამარცხდა. […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ბასილაშვილი: “ჩემი ქვეყნიდან ხელშეწყობა არასოდეს მქონია”

17 ოქტომბერს ნიკოლოზ ბასილაშვილმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა ჩოგბურთელმა ინდიანა ველსის მასტერსის ნახევარფინალში ამერიკელი ტეილორ [&helli...
წაკითხვა
სხვადასხვა

რა თანხა გამოიმუშავა ბასილაშვილმა ინდიანა უელსის მასტერსის ფინალში გასვლით?

17 ოქტომბერს ნიკოლოზ ბასილაშვილმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა ჩოგბურთელმა ინდიანა ველსის მასტერსის ნახევარფინალში ამერიკელი ტეილორ [&helli...
წაკითხვა
სხვადასხვა

ბასილაშვილის პირველი კომენტარი ინდიანა უელსის მასტერსის ფინალში გასვლის შემდეგ

17 ოქტომბერს ნიკოლოზ ბასილაშვილმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა ჩოგბურთელმა ინდიანა ველსის მასტერსის ნახევარფინალში ამერიკელი ტეილორ [&helli...
წაკითხვა
სხვადასხვა

ნიკოლოზ ბასილაშვილი: “წელიწად-ნახევარია ჩემს შვილთან ურთიერთობა არ მაქვს”

15 ოქტომბერს ნიკოლოზ ბასილაშვილმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. მან 1000-ქულიანი ტურნირის, ინდიან ველსის 1/4-ფინალურ ეტაპზე მსოფლიოს […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ციციპასთან გამარჯვება შვილს მიუძღვნა (ფოტო)

ნიკოლოზ ბასილაშვილმა 1000-ქულიანი ტურნირის, ინდიან ველსის 1/4-ფინალურ ეტაპზე მსოფლიოს მე-3 ჩოგანი, სტეფანოს ციციპასი სამ სეტში, […]...
წაკითხვა
ოლიმპიადა ტოკიო 2020

ლაშა ტალახაძე სპორტის უნივერსიტეტში ჩაირიცხა და მწვრთნელი გახდება

2-გზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე სპორტის უნივერსიტეტში ჩაირიცხა და მწვრთნელის ფაკულტეტზე ისწავლის. განათლების სამინისტროს ახალი […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

რა თანხა გამოიმუშავა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ციციპასის დამარცხებით?

ნიკოლოზ ბასილაშვილმა 1000-ქულიანი ტურნირის, ინდიან ველსის 1/4-ფინალურ ეტაპზე მსოფლიოს მე-3 ჩოგანი, სტეფანოს ციციპასი სამ სეტში, […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ნიკოლოზ ბასილაშვილმა მსოფლიო რეიტინგის მესამე ნომერი დაამარცხა!

რამდენიმე წუთის წინ დაასრულდა ინდიან უელსის მასტერსის მეოთხედფინალური ეტაპის შეხვედრა ნიკოლოზ ბასილაშვილსა და სტეფანოს ციციპასს […]...
წაკითხვა