“გენტი” ბელგიის თასის ფინალშია, ჩაკვეტაძე მტკივანი ფეხით ათამაშეს
30 იანვარს ბელგიის თასის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩი გაიმართა “ოსტენდესა” და “გენტის” მონაწილეობით. მოედანზე გარკვეული დრო საქართველოს ნაკრების ვარსკვლავმა, გიორგი ჩაკვეტაძემაც, დაყო.
გუნდებს შორის გამართული პირველი შეხვედრა, რომელშიც “გენტმა” ორი წითელი ბარათი მიიღო, ფრედ (2-2) დასრულდა. ანალოგიური ანგარიში დაფიქსირდა დღევანდელ შეხვედრაში, რაშიც წვლილი გიორგი ჩაკვეტაძეს მიერ შესრულებულ საგოლე გადაცემასაც მიუძღვის.
საქართველოს ნაკრების იმედი, გიორგი ჩაკვეტაძე, მოდანზე შეხვდრის 38-ე წუთზე შემოვიდა ტრავმირებული პლასტენის შესაცვლელად. ერთთვიანი რეაბილიტაციის კურსის შემდეგ ეს ყოფილი “დინამოელის” მეორე მატჩი გახლდათ და მას კვლავ ეტყობოდა, რომ მცირე ტკივილებს გრძნობდა. რამდენიმე შემთხვევაში მასზე უხეშადაც ითამაშეს.
მიუხედავად არასახარბიელო ფორმაში ყოფნისას, თერთმეტმეტრიანების სერიაში მონაწილეობა მაინც მიაღებინეს გიორგი ჩაკვეტაძეს, რომელმაც შანსი ვერ გამოიყენა და ბურთი ცენტრში გაუშვა, რაც ადვილი ნადავლი აღმოჩნდა მეტოქეთა კარის დარჯისთვის. საბედნიეროდ, “გენტმა” პენალტების სერიაში იმარჯვა და ფინალის საგზურიც მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ ფინალში “გენტის” მეტოქე ბელგიის რიგით მეორე დივიზიონის ლიდერი, “მეხელენი”, იქნება. ამ გუნდებს შორის გამართული ბოლო ხუთი მატჩიდან ორი ფრედ, ორი “მეხელენის” გამარჯვებით, ხოლო ერთიც “გენტის” ტრიუმფით დასრულდა. შეხვედრა 1 მაისს გაიმართება.