“გენტის” პასუხი, როცა FIFA-მ ჩაკვეტაძე კვირის სიმბოლურ ნაკრებში არ შეიყვანა
სოციალურ ქსელ Twitter-ში კომპიუტერული თამაშის, FIFA 19-ის ოფიციალურ გვერდზე კვირის სიმბოლური ნაკრები გამოქვეყნდა.
EA Sports-ის რჩეულებს შორის ვერ მოხვდა საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა შემტევი, გიორგი ჩაკვეტაძე, რამაც ბევრი გულშემატკივრის გაკვირვება გამოიწვია. 19 წლის ფეხბურთელმა ანდორას გოლი გაუტანა, ხოლო ყაზახეთთან მატჩში გოლი და საგოლე პასი გაიფორმა.
FIFA-ს გადაწყვეტილებას ჩაკვეტაძის კლუბის, “გენტის” ოფიციალური გვერდი გამოეხმაურა და მათ ფეხბურთელის სტატისტიკა შესთავაზა.
?️ It's #TOTW 10 featuring 90 Harry Kane, 89 Mohamed Salah & 87 Leroy Sané ⚽?️ #FUT #FIFA19 pic.twitter.com/WvzYLY0HcP
— EA SPORTS FIFA (@EASPORTSFIFA) November 21, 2018
? 7 games for @GeorgianFF
⚽️ 5 goals
?️ 3 assists
+
⚽️ 4 goals
?️ 1 assist in his last 5 games for us ?? #Chakvedinho pic.twitter.com/NEwyVDT8WU— KAA Gent (@KAAGent) November 21, 2018
– 7 მატჩი საქართველოს ნაკრებში
– 5 გოლი
– 3 საგოლე პასი
– 4 გოლი და 1 საგოლე პასი “გენტში” ჩატარებულ ბოლო 5 მატჩში
#ჩაკვედინიო