“გენტმა” “ანდერლეხტს” მოუგო – ჩაკვეტაძის ლამაზი პასის შემდეგ პენალტი დაინიშნა
დღეს ბელგიის ჩემპიონატის პლეი-ოფის პირველი ტურის მატჩში “გენტი” “ანდერლეხტს” ესტუმრა.
საკმაოდ დაძაბული შეხვედრის პირველ ნახევარში გოლი არ გავიდა. მეორე ტაიმში, 47-ე წუთზე ბრეხტ დეიაგერმა “გენტი” დააწინაურა. 72-ე წუთზე სტუმართა შემადგენლობაში ცვლილება მოხდა და მოედანზე გიორგი ჩაკვეტაძე შემოვიდა. 18 წლის ქართველმა ნიგერიელი მოზეს დადდი სიმონი შეცვალა. ზუსტად 13 წუთში გიორგიმ ლამაზი პასი გაუკეთა საჯარიმოში შესულ თანაგუნდელს, რის შემდეგაც თერთმეტმეტრიანი დიანიშნა. მისი შესრულება იაპონელმა იუია კუბომ თავის თავზე აიღო: მას მეკარემ აუღო, თუმცა დამატებაზე მაინც შეაგდო. საბოლოოდ, “გენტმა” ანგარიშით, 2-0 მოიგო.
ამ გამარჯვების შემდეგ ჩაკვეტაძის გუნდი სამი ქულით პირველა ადგილზეა. მომდევნო ტურში “გენტი” “ბრიუგეს” საკუთარ კედლებში მიირებს. მატჩი რვა აპრილს შედეგბა.