გენუის დერბი და სტადიონზე გაძლიერებული უსაფრთხოების ზომები
დღეს იტალიის სერია A-ს 22-ე ტურის კიდევ ერთი მატჩი შედგება: გენუის დერბი — „ჯენოა“-„სამპდორია“.
იტალიური პრესის ცნობით, გუშინ საღამოს, სტადიონ „ლუიჯი ფერარისზე“ პარკირება აიკრძალა, არენაზე კი კარაბინიერთა გაძლიერებული ძალებია მობილიზებული. გენუის პოლიციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამართალდამცავთა მხირდან ასეთი მოქმედებები დღეს საღამოს მოსალოდნელი საფრთხის თავიდან ასაცილებლად არის გამოწვეული.
მატჩი „ჯენოასა“ და „სამპდორიას“ შორის დღეს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.
ბექა დოგრაშვილი