გეორგე ჰაჯი: “რეალი” ჩემპიონთა ლიგის ფავორიტია”

მადრიდის “რეალისა” (1990-1992) და კატალონიის “ბარსელონას” (1994-1996) ყოფილმა ფეხბურთელმა, გეორგე ჰაჯიმ ჟურნალისტებთან წლევანდელი ჩემპიონთა ლიგის ფავორიტებზე თავისი აზრი დააფიქსირა. რუმინელს მიაჩინია, რომ წელს ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის მოგების დიდი შანსი მადრიდის “რეალს” აქვს.
“ვფიქრობ, “ბლანკოსი” უდავო ფავორტია. ისინი ყველა რგოლში ძლიერები არიან. ამას ემატება ის, რომ მათ ჰყავთ მწვრთნელი, რომელიც ფეხბურთელებს თავდაჯერებულობასა და სიმშვიდეს აძლევს.”
“ბარსამაც” შესანიშნავად დაიწყო მიმდინარე სეზონი, თუმცა, ვფიქრობ, ისინი მადირიდელებზე ერთი საფეხურით დაბლა არიან, როგორც ფიზიკურად, ასევე მენტალურად.”
“ბაიერნი” არც ისე კარგ ფორმაშია, თუმცა მისგან ნებისმიერ დროს წარმატებას უნდა ელოდე. მით უმეტეს, დღევანდელი კონდინციებით რამის განსაზღვრა არასწორია, რადგან თებერვლამდე დიდი დრო და ბევრი მატჩია,” – განაცხადა რუმინელმა სპორტსმენმა.