გეორგი ივანოვი: ‘ჩვენი გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ’
ბულგარეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გეორგი ივანოვმა საქართველოსთან გამართული მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.
“ჩვენს გუნდს ხუთი უძლიერესი ფეხბურთელი აკლდა. მაქსიმალურად ვცდილობდით კონტრ-შეტევაზე გვეთამაშა. საქართველოს ნაკრები როგორ ითამაშებდა, ამაზე ვერ გიპასუხებთ. ჩვენ ვეცადეთ, რომ დაცვა გაგვეძლიერებინა. იქიდან გამომდინარე, რაც წინა დღეებში მოხდა, ჩვენი გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ.
მინდა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მადლობა გადავუხადო, რადგან გვერდში დაგვიდგნენ. ახლა ნედელევი თავს კარგად გრძნობს. ტოდორი კონტაქტურია, კარგი მაჩვენებლები გვაქვს. გუნდის ექიმი საქართველოში დარჩება მასთან ერთად. სამშაბათს თბილისში მისი ოჯახის წევრები ჩამოფრინდებიან და ისინი აქ იქამდე დარჩებიან, სანამ ტოდორი ქვეყანას არ დატოვებს”, – განაცხადა ივანოვმმა.