გერმანელმა ფანებმა ილკაი გიუნდოგანს დაუსტვინეს (ვიდეო)
8 ივნისს, გერმანიის ეროვნულმა ნაკრებმა ლევერკუზენში საუდის არაბეთის წინააღმდეგ ამხანაგური მატჩი გამართა და მეტოქე 2:1 დაამარცხა.
შეხვედრის 57-ე წუთზე მარკო როისის ნაცვლად, თამაშში ილკაი გიუნდოგანი ჩაერთო, რომელსაც სტადიონზე მყოფმა გულშემატკივრებმა დაუსტვინეს. ყველა მომენტში, როცა გერმანელთა ნახევარმცველი ბურთს იღებდა, ტრიბუნებიდან მას უსტვენდნენ.
როგორც იცით, გიუნდოგანს თურქული ფესვები აქვს, თუმცა ის გერმანიაშია დაბადებული. 27 წლის ფეხბურთელი რამდენიმე კვირის წინ თურქეთის პრეზიდენტს მესუთ იოზილთან ერთად შეხვდა, რაც გერმანელებს ნამდვილად არ ესიამოვნათ.
საუდის არაბეთთან მატჩის დასრულების შემდეგ, იოაჰიმ ლიოვმა გიუნდოგანთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა:
“ის ფაქტი, რომ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს უსტვენენ, კარგი არავისთვისაა. რა უნდა გააკეთოს ახლა ილკაიმ? გასაგებია, რომ მან თურქეთის პრეზიდენტთან ერთად ფოტო გადაიღო, თუმცა ის გერმანულ ღირებულებებს პატივს სცემს, გუნდოგანი აქ დაიბადა და მისი ოჯახიც აქ ცხოვრობს”, – ციტირებს ლიოვის სიტყვებს BBC.
აღსანიშნავია, რომ გუშინდელ შეხვედრაში მესუთ იოზილს არ უთამაშია.
Marco Reus has been replaced by Ilkay Gündogan and fans aren’t happy. Boos and whistles every time the ManCity player is on the ball. #GERKSA pic.twitter.com/UiM84i6loz
— Hecko Flores (@hecko90) June 8, 2018