გერმანელთა დაგეგმილი გამარჯვება თბილისში

თარიღი: მარტი 30, 2015

„დინამო არენაზე“ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა გერმანიას უმაპსინძლა. როგორც მოსალოდნელი იყო შეხვედრა სტუმრების უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ მათი გამარჯვებით დასრულდა. სამწუხაროდ, შეხვედრას ინციდენტების გარეშე არ ჩაუვლია. მატჩის მიმდინარეობისას საერთო ჯამში მეოდანზე 7 გულშემატკივარი შეიჭრა. ერთ-ერთმა კი ჯაბა კანკავას დაუჩოქა, რითაც გუშინდელ რეზონანსულ ამბავს უპასუხა.

ნაკრების თავკაცის პოსტზე პირველ ოფიციალურ შეხვედრაში ცხადაძემ უპირატესობა მალტის ნაკრებთან პირველ ტაიმში გამოყენებულ სქემას მიანიჭა და მოედანზე 5 მცველით გავიდა. სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრების მწვრთნელის გეგმებში კორექტივები ამისულაშვილის მიერ მესამე წუთზე მიღებულმა ტრავმამ შეიტანა. გამოცდილი მცველის ნაცვლად თამაშში 19 წლის დებიუტანტი, ლაშა დვალი ჩაერთო, რომელიც უშეცდომო არ ყოფილა, თუმცა საერთო ჯამში ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

გერმანელებმა დებიუტშივე აქტიურად დაიწყეს და პირველი სახიფათო მომენტი მე-6 წუთზე შექმნეს, როდესაც ლორიასთან პირისპირ გასული როისის დარტყმა ხარიხამ მოიგერია.

მე-12 წუთზე კანკავას აქტიურობას ჯარიმა და ნოიერის საჯარიმოში ჩაწოდება მოჰყვა, რომელიც გერმანელებმა მოიგერიეს. გადმოვარნილ ბურთზე ყველას კვლავ მასპინძელთა კაპიტანმა დაასწრო, მაგრამ მისი დარტყმა სუსტი და არაზუსტი გამოდგა.

მე-14 წუთზე ლორიას კარი კიდევ ერთხელ გადაურჩა გაშვებულ გოლს. კროოსის მოწოდებული კუთხურის შემდეგ მიულერი ურტყამდა, თუმცა კარს მცირე მანძილით ააცილა.

გერმანელთა უპირატესობა უფრო თვალსაჩინო ხდებოდა და ჩვენს კართან მომენტების რაოდენობამაც იმრავლა. 25-ე წუთზე მარჯვენა ფლანგიდან შეტევაში ჩართულმა რუდიმ საჯარიმოში გიოტცეს უპასა, რომელამც არაზუსტად დაარტყა. 29-ზე გოლის გატანის შანსი ხელიდან ჰექტორმა გაუშვა. ანარიში ზუსტად 10 წუთში გაიხსნა. მოედნის ცენტრში მახარაძის არაზუსტი გადაცემის შემდეგ ბურთს გერმანელები დაეუფლნენ და სწრაფი შეტევა წამოიწყეს. საჯარიმოს მისადგომებთან უხეში შეცდომა კაშიამ დაუშვა და დასარტყმელ პოზიციაზე დარჩენილ როისს გატანა არ გასჭირვებია – 0:1.

გატანილი გოლის შემდეგ გერმანელები არ გაჩერებულან და შესვენებამდე უპირატესობის გაზრდაც მოახერხეს. 42-ე წუთზე ზუსტი დარტყმით ორბურთიანი სხვაობა მიულერმა დააფიქსირა.

მეორე ნახევარი კიდევ ერთი იძულებული ცვლილებით დაიწყო. ოქრიაშვილის ნაცვლად თამაშში ჭანტურია ჩაერთო. გიორგის შემოსვლამ საქართველოს ნაკრები გამოაცოცხლა და მასპინძლებიც შეტევაში უფრო თამამად მიდიოდნენ, რასაც რამდენიმე მეტნაკლებად სახიფათო მომენტიც მოჰყვა.

55-ე წუთზე ჭანტურიას გარღვევა ლობჟანიძემ გააგრძელა მარჯვენა ფლანგზე და საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ბურთს მჭედლიძე ვერ შეწვდა, არადა ლევანს რამდენიმე მეტრიდან სახიფათოდ შეეძლო დარტყმა. გერმანელები მხოლოდ ანგარიშის შენარჩუნებაზე არ ფიქრობდნენ და მასპნძლებს 59-ე წუთზე გიოტცეს სახიფათო მომენტით უპასუხეს. მალევე რეალური შანსი მარკო როისს შეექმნა, თუმცა მასპინლები ძელმა იხსნა.

საქართველოს ნაკრებმა კი მატჩის საუკეთესო მონაკვეთი 75-ე წუთის შემდეგ ჩაატრა. მასპინძლებმა კუთხურის მოწოდების უფლება მოიპოვეს, რომელიც ყენიამ და ჭანტურიამ გაითამაშეს, რაც უკანასკნელის დარტყმით დასრულდა – გერმანელები ამ ეპიზოდში აშკარა ავტოგოლს გადაურჩნენ. კიდევ ერთი კუთხურის შემდეგ საჰაერო ორთაბრძოლა დვალმა მოიგო, დავარდნილი ბურთი ჰუმესლმა ისევ კუთხურზე მოიგერია, რომლის შემდეგ გერმანელებმა მდგომარეობის განმხუტვა მოახერხეს და თამაშიც საბოლოო გამარჯვებამდე მიიყვანეს.

მსოფლიო ჩემპიონებმა თბილისში დაგეგმილი გამარჯვება აუღელვებლად მოიპოვეს და სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე მნიშვნელოვანი სამი ქულა ჩაიწერეს აქტივში. საქართველოს ნაკრებმა კი ახალი მთავარი მწვრთნელის თაკაცობით პირველ ოფიციალურ შეხვედრაში ბევრ შეცდომასთან ერთად გულშემატკივარს პოზიტივიც დაანახა, რაც უკეთესი მომავლის იმედს იძლევა.

 

საქართველო 0-2 გერმანია

გოლები: როისი 39’ ; მიულერი 42’

საქართველო: ლორია, ლობჟანიძე, კვერკველია, კაშია, ამისულაშვილი (დვალი 3’), მახარაძე (ყენია 63’),  კნაკავა, ოქრიაშვილი (ჭანტურია 46’), კობახიძე , ნავალოვსკი, მჭედლიძე.

მთავარი მწვრთნელი: კახა ცხადაძე

გერმანია: ნოიერი, ჰექტორი, ჰუმელსი, შვაინშტაიგერი, იოზილი, როისი, მიულერი (შურლე 86’), რუდი, ბოატენგი, კროოსი, გიოტცე (პოდოლსკი 87’).

მთავარი მწვრთნელი: იოაჰიმ ლიოვი

მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

სანიოლმა გველესიანი გამოიძახა/კვარა, მამარდა, ზურიკო ეროვნულ ნაკრებში იქნებიან

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, 5 ივნისს ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს. ვილი სანიოლის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მარიო რუის საბოლოო ულტიმატუმი “ნაპოლის” – ან მე ან ის!

“ნაპოლის” პორტუგალიური მარცხენა მცველი მარიო რუი ხელმძღვანელობას ულტიმატუმს უყენებს. მას სურს ძირითადში მუდმივად ითამაშოს, წინააღმდეგ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“თორნიკე კვარაცხელია? ის ხვიჩაზე უკეთესია!”

ხვიჩა კვარაცხელიას პირველი აგენტი, თემურ უგრეხელიძე ხვიჩა და თორნიკე კვარაცხელიებზე საუბრობს. “დამიჯერეთ, ასეთი ტალანტი 50 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ყველა ვარსკვლავი საუდის არაბეთში მიდის! მესი, ბენზემა, მოდრიჩი, აზარი…

გავრცელებული ინფორმაციით, საუდის არაბეთის გუნდები მსოფლიო ვარსკვლავებს საოცარ პირობებს სთავაზობენ და ახალი სეზონიდან საუდის არაბეთში […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მიქაუტაძის დამატება 15-ზე მეტ კლუბს სურს

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს ჟორჟ მიქაუტაძეს “მეცში” საოცარი სეზონი აქვს და მის მიმართ ძალიან დიდი დაინტერესებაა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მესი 2 წელში გუნდს იყიდის – ლეოს 1.2 მილიარდ ევროს გადაუხდიან

საუდის არაბეთის “ალ ჰილალი” მესის 2 წელიწადში 1.2 მილიარდ ევროს გადაუხდის. ლეოს MLS-დან, ინგლისიდან და […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რუსს პროვოკატორს “დინამოს” ფანები ფიზიკურად გაუსწორდნენ (ვიდეო)

გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის “დინამო” – ბათუმის “დინამოს” მატჩისას ეროვნებით რუსმა პროვოკაციის მოწყობა სცადა. მას ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ნიუკასლის” სუპერ შეთავაზება ქართველებს!

“ნიუკასლი” წლების შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა და საუდის არაბელი ინვესტორები გუნდის კიდევ უფრო გაძლიერებაზე ფიქრობენ. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სპალეტი “ნაპოლის” საძულველ გუნდში გადავა?

პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ “ნაპოლის” მთავარი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი დატოვებს. ყველაზე მეტად მის შემცვლელად ესპანეთის ნაკრების [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მილანი” მიქაუტაძეში 10 მილიონს იხდის – საქმეში პირადად პაოლო მალდინია

იტალიური ვებ-გვერდის, FootMercato-ს ინფორმაციით, “მილანი” საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და “მეცის” თავდამსხმელით, ჟორჟ მიქაუტ...
წაკითხვა
ფეხბურთი

სპალეტი მახეში გაება – რა უნდა გაითვალისწინოს ხვიჩამ?

“ნაპოლის” პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ლუჩანო სპალეტის 5 შესაძლო შემცვლელს ესაუბრა. მათ შორის, ლუის ენრიკე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რა ხდება ჩაკვეტაძის თავს და აგენტების უდიდესი შეცდომა?

გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი ჩაკვეტაძეს ნებისმიერ მსურველს, რომელსაც მისი დამატება მოუნდება, 10 მილიონის გადახდა მოუწევს. გამომდინარე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლეგენდარული ფანი, კნოლსი “ალკმაარის” ფანების წინააღმდეგ (ვიდეო)

“ვესტ ჰემის” ლეგენდარული ფანი კნოლსი “ალკმაარის” ფანებს მარტო დაუპირისპირდა. West Ham fan "Knollsy" protecting the [...
წაკითხვა
ფეხბურთი

კვარას მხარდაჭერა მამარდას – “ამ ბიჭს ჩემზე უკეთ ბევრი არ იცნობს და ვიცი, რა შ

ხვიჩა კვარაცხელიამ გიორგი მამარდაშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა. “მე და ეს ბიჭი ბავშვობიდან ერთად მოვდივართ, ერთად ვცხოვრობდით […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დე ლაურენტისი ხვიჩა კვარაცხელიას დამატებით 150 ათას ევროს მისცემს

“ნაპოლის” პრეზიდენტმა არეულიო დე ლაურენტისმა გადაწყვიტა ფეხბურთელებს საჩემპიონო ბონუსი ჩაურიცხოს. საერთო ჯამში 8 მილიონი ევრო […]...
წაკითხვა