გერმანია: მე-20 ტურის მიმოხილვა
Fanebi.com გერმანული ბუნდესლიგის მე-20 ტურის მიმოხილვას წარმოგიდგენთ.
შალკე – ბორუსია
ტურის პირველი და ცენტრალური მატჩის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა. მასპინძლებმა გამარჯვება ბარნეტას მიერ მე-10 წუთზე გატანილი გოლით მოიპოვეს და ხუთმატჩიანი წაუგებელი სერიით მე-3 პოზიციაზე აღზევდნენ.
გლადბახს კი წლის პირველი მარცხი ძვირად დაუჯდა. ფავრის გუნდი მეხუთე პოზიციაზე აღმოჩნდა. თუმცა, სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილში არსებული სიმჭიდროვის გათვალისწინებით, ამაში საგანგაშო ჯერჯერობით არაფერია.
ფრაიბურგი – დორტმუნდი
ჩვენი პროგნოზი გაამართალ და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა დორტმუნდის “ბორუსიამ”. კლოპის შეგირდებმა უშუალო კონკურენტს სამი უპასუხო გოლი გაუტანეს.
ანგარიში მე-9 წუთზე მარკო როისმა ობამეიანგის პასით გახსნა და ტაიმიც დორტმუნდელებმა მინიმალურად მოიგეს. შესვენების შემდეგ კი ობამეიანგმა უკვე თავად გაიტანა და თანაც ორჯერ.
ამ გამარჯვებთ “ბორუსიამ” ბოლო პოზიციიდან პლეი-აუტის, მე-16 პოზიციაზე გადაინაცვლა. “ფრაიბურგი” კი 17-ზე აღმოჩნდა.
შტუტგარტი – ბაიერნი
წლის პირველი გამარჯვება იზეიმა მიუნხენის “ბაიერნმაც”, რომელიც გასულ ტურში შტუტგარტს სტუმრობდა.
მიუნხენელბს აუტსაიდერთან 3 ქულის მოპოვება არ გასჭირვებიათ. ანგარიში სტუმრებმა 41-ე წუთზე გახსნეს, როდესაც ვეიზერის გადაცემით თავი რობენმა გამოიჩინა. შესვენების შემდეგ 6 წუთში კი ალაბამ ულამაზესი დარტყმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
მიუნხენელები 49 ქულით გათამაშებას დამაჯერებლად ლიდერობენ. “შტუტგარტი” კი ამ მარცხის შემდეგ ბოლო პოზიციაზე აღმოჩნდა.
ტურის ყველა მატჩი
06.02 | 23:30 | შალკე 04 | 1:0 | გლადბახი | დაწვრილებით | |||
07.02 | 18:30 | ვოლფსბურგი | 3:0 | ჰოფენჰაიმი | დაწვრილებით | |||
07.02 | 18:30 | მაინცი | 0:2 | ჰერტა | დაწვრილებით | |||
07.02 | 18:30 | ფრაიბურგი | 0:3 | დორტმუნდი | დაწვრილებით | |||
07.02 | 18:30 | შტუტგარტი | 0:2 | ბაიერნი | დაწვრილებით | |||
07.02 | 18:30 | კიოლნი | 0:0 | პადერბორნი | დაწვრილებით | |||
07.02 | 21:30 | ჰამბურგი | 2:1 | ჰანოვერ 96 | დაწვრილებით | |||
08.02 | 18:30 | ვერდერი | 2:1 | ბაიერი | დაწვრილებით | |||
08.02 | 20:30 | აუგსბურგი | 2:2 | აინტრახტი | დაწვრილებით |