გერმანია: მე-20 ტურის პრევიუ
Fanebi.com გერმანული ბუნდესლიგის მე-20 ტურის პრევიუს წარმოგიდგენთ.
შალკე – ბორუსია
მე-20 ტური უიკ-ენდის ერთ-ერთი გამორჩეული მატჩით გაიხსნება. “შალკე” საკუთარ მოედანზე კონკურენტ “გლადბახს” მიიღებს. ოთხეულში მოსახვედრად ბრძოლა ძალიან დაძაბულია. ამიტომ, უშუალო მეტოქეებთან მიღწეულ შედეგებს დიდი მნიშვენლობა ენიჭება.
ჩემპიონატის განახლებიდან ორმა ტურმა აჩვენბა, რომ ორივე გუნდი სეზონის გადამწვყეტი ნაწილისთვის კარგად მოემზადა. “გლადბახმა” ორი გამარჯვება მოიპოვა, “შალკემ” კი “ჰანოვერს” სძლია და მიუნხენში ქულა მოიპოვა. მართალია, გუნდები შედეგიანობით არ გამოირჩევიან, მაგრამ დაცვაში ორივე კოლექტივი საიმედოდ თამაშობს.
“შალკეს” მნიშვნელოვან მატჩში დისკვალიფიცირებული კლაას-იან ჰუნტელაარი ვერ დაეხამრება, ხოლო “გლადბახი” ტრავმირებულ მარტინ შტრანცლს მოისაკლისბს.
ფრაიბურგი – დორტმუნდი
“აუგბსურგთან” განცდილი მარცხის შემდეგ დორტმუნდელთა დამრიგებელმა იურგენ კლოპმა განაცხადა, რომ იცის, თუ როგორ უნდა გამოიყვანოს გუნდი კრიზისული მდგომარეობიდან.
“ფრაიბურგთან” შეხვედრა ბოლო პოზიციიდან თავის დასაღწევად მშვენიერი შესაძლებლობა. კრისტიან შტრაიხის გუნდი გახსნილ ფეხბურთს თამაშობს და მეტოქეს შეტევაში თავისუფლებას აძლევს, რაც “დორტმუნდისთვის” საკუთარი პლისუების გამოსავლენად იდეალური ვითარებაა. ინდივიდუალურად “ბორუსია” საკმაოდ კვლავაც საკმაოდ ძლიერია.
შტუტგარტი – ბაიერნი
სეზონის განახლებიდან ორივე ოფიციალური შეხვედრა “ბაიერნმა” ჩააგდო. “ვოლფსბურგმა” გვარდიოლას გუნდი უბრალოდ გაანადგურა, “შალკე” კი მიუნხენში საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურებოდა.
გამორიცხული არ არის, რომ გვარდიოლას მიერ დაგეგმილი მოსამზადებელი ეტაპის შედეგად გუნდი ფორმის პიკზე სეზონის დასკვნით ნაწილში გავიდეს, თუმცა ამ ეტაპზე “ბაიერნი” იმ მანქანას არ გავს, რომელსაც გულშემატკივრები პირველ წრეში ხედავდნენ. სხვა საქმეა, რომ “შტუტგარტი” მიმდინარე სეზონში ძალიან სუსტია…
ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები
06.02 | 23:30 | შალკე 04 | 2.70 | 3.20 | 2.75 | გლადბახი | დაწვრილებით | |
07.02 | 18:30 | ვოლფსბურგი | 1.60 | 4.40 | 5.25 | ჰოფენჰაიმი | დაწვრილებით | |
07.02 | 18:30 | მაინცი | 2.00 | 3.30 | 4.05 | ჰერტა | დაწვრილებით | |
07.02 | 18:30 | ფრაიბურგი | 5.15 | 4.00 | 1.67 | დორტმუნდი | დაწვრილებით | |
07.02 | 18:30 | შტუტგარტი | 5.15 | 4.00 | 1.25 | ბაიერნი | დაწვრილებით | |
07.02 | 18:30 | კიოლნი | 2.00 | 3.40 | 4.00 | პადერბორნი | დაწვრილებით | |
07.02 | 21:30 | ჰამბურგი | 2.40 | 3.30 | 3.05 | ჰანოვერ 96 | დაწვრილებით | |
08.02 | 18:30 | ვერდერი | 4.10 | 3.85 | 1.85 | ლევერკუზენი | დაწვრილებით | |
08.02 | 20:30 | აუგსბურგი | 1.90 | 3.75 | 3.80 | აინტრახტი | დაწვრილებით |