გერმანია – საქართველო | სამატჩო შემადგენლობა

თარიღი: თებერვალი 15, 2018

ბორჯღალოსანთა სამწვრთნელო შტაბმა 17 თებერვალს ოფენბახში, 2018 წლის რაგბი ევროპის მეორე ტურში გერმანიასთან გასამართი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.

ერთი კვირის წინ ქუთაისში ბელგიასთან (47:0) ნათამაშებ შემადგენლობასთან შედარებით სასტარტოში 5 ცვლილებაა. ორი მორაგბე მარქაფიდან დაწინაურდა, სამი წელს პირველად მოირგებს ნაკრების კვართს.

ხაზში ორი ცვლილებაა. რეზი ჯინჭველაშვილის ნაცვლად მგეზავი ლაშა ხმალაძე იქნება, ხოლო ფრთაზე გიორგი ფრუიძის ადგილს ანზორ სიჭინავა დაიკავებს. სიჭინავა ბორჯღალოსანთა კვართით მესამედ ითამაშებს და ძირითადში პირველადაა. ფრუიძის გარდა თადარიგში არიან ვასილ ლობჟანიძე და ლაშა მალაღურაძე.

შერკინების პირველ ხაზში ზურაბ ჟვანიას ნაცვლად 2017 წლის საქართველოს საუკეთესო მორაგბე მიხეილ ნარიაშვილი ბრუნდება, ხოლო ჟვანიამ მარქაფაში გადაინაცვლა. მარქაფაში არიან კვაჭი ბადრი ალხაზაშვილი და ანტონ ფეიქრიშვილი, რომელთაც ბელგიასთან არ უთამაშიათ.

უცვლელი დარჩა მეორე ხაზის წყვილი – გიორგი ნემსაძე, რომელიც გუნდს ოფენბახშიც უკაპიტნებს და ნოდარ ჭეიშვილი. მესამე ხაზში ორი ცვლილებაა. ძირითადში ადგილი შეინარჩუნა ლაშა ლომიძემ, ბორჯღალოსნებს უბრუნდება ვიქტორ კოლელიშვილი, ხოლო მიხეილ გაჩეჩილაძე მარქაფიდან დაწინაურდა და სასტარტოში პირველად ითამაშებს.

მარქაფაში გადაინაცვლა ოთარ გიორგაძემ, ხოლო გიორგი ცუცქირიძე ბორჯღალოსანთა კვართს წელს პირველად მოირგებს.

ისტორია

საქართველოსა და გერმანიის ნაკრებების შეხვედრა ჩვენი დროით 17:30 საათზე იწყება და მის პირდაპირი რეპორტაჟს ტელეკომპანია იმედი და რაგბი თივი აწარმოებენ.

გერმანიასთან ბორჯღალოსნებს 6-ჯერ უთამაშიათ და მეტოქე ექვსივეჯერ დაამარცხეს. მეტოქეს გავუტანეთ 45 ლელო და მივიღეთ 3, ხოლო გატანილ-გაშვებულ ქულათა ბალანსია 302:32.

მეტოქეს პირველად 1995 წელს ‘დინამოზე’ ვეთამაშეთ და ყველაზე მცირე სხვაობა მაშინ დაფიქსირდა – 14:3.

ამ საუკუნეში კი, როცა გერმანიამ ერთა თასის|რაგბი ევროპის ელიტაში მოიკიდა ფეხი, მას 5-ჯერ ვძლიეთ და 2009 წლიდან მოყოლებული, ამ შაბათს მეექვსედ შევერკინებით. მეტოქეს სტუმრად 2-ჯერ, ჰაიდელბერგსა (38:5) და ჰოიზენშტამში (64:8) მოვუგეთ, ოფენბახში კი პირველად ვერკინებით. სარეკორდო სხვაობით 2010 წელს, ‘ეროვნულზე’ (ამჟამად ‘დინამო არენა’) ვძლიეთ – 77:3, ხოლო შარშან რუსთავში 50:6 დავამარცხეთ.

„ახალ ხანაში“ გერმანიის წინააღმდეგ 5-ჯერვე უთამაშია მხოლოდ ლაშა მალაღურაძეს, 4-4 კეპი კი მიუთვლიათ სანდრო თოდუას, დავით კაჭარავასა და გიორგი ნემსაძეს. ხვალინდელ მატჩს სამი ძირითადში იწყებს, ხოლო მალაღურაძე მარქაფაშია.

გერმანიასთან მოპოვებული ქულებით უდაო ლიდერია მერაბ კვირიკაშვილი – 46 ქულა სამ თამაშში (2ლ 18გ).

მეტოქე 4-ჯერ დაულელოვებია ბორჯღალოსანთა კაპიტანს გიორგი ნემსაძეს, 3-3 ჯერ კი ბექა გორგაძეს, ირაკლი მაჩხანელს, ზურაბ ჟვანიასა და გიორგი თხილაიშვილს.

Rugby.GE

მსგავსი სიახლეები
რაგბი

ქართველი მორაგბე ნიკა კევლიშვილი გარდაიცვალა

6 მაისს რუსთავში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 23 წლის ქართველი მორაგბე, რუსთავის “ხარების” წევრი ნიკა კევლიშვილი […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ბილ გეიტსი: “ხალხი სტადიონებზე არ ივლის, ჩვეულ ცხოვრებას მინიმუმ ორ წელში დავუბრუნდე

ამერიკელი ბიზნესმენი ბილ გეიტსი ამბობს, რომ კორონავირუსული პანდემიის გათვალისწინებით ხალხი სპორტულ არენებზე სიარულს დიდი ხნის […]...
წაკითხვა
რაგბი

მამუკა გორგოძე კარიერას ასრულებს

ლეგენდარული ქართველი მორაგბე, მამუკა გორგოძე კარიერას ასრულებს. 35 წლის სპორტსმენმა ეს ინფორმაცია ტელეკომპანია იმედის ეთერში […]...
წაკითხვა
რაგბი

იტალიის მორაგბეთა ნაკრების წევრი კორონავირუსის პანდემიის დროს ექიმებს ეხმარება (ფოტო)

იტალიის მორაგბეთა ნაკრების წევრი მაქსიმე მბანდა ყოველდღიურად, 13 საათის განმავლობაში სასწრაფო დახმარების მანქანას მართავს. კორონავირუსის […]...
წაკითხვა
რაგბი

გაჯიევი: “საქართველოში რუსეთთან მატჩზე ისეთი ადამიანები მოდიან, რომლებიც რაგბის ქომა

რუსეთის მორაგბეთა ნაკრების წევრმა, ტაგირ გაჯიევმა rugger.info-სთან ინტერვიუში საქართველოსთან გაუქმებულ შეხვედრაზე ისაუბრა. დაღესტნელი მორაგბე აცხადებს...
წაკითხვა
რაგბი

საქართველო – რუსეთის მატჩი გაურკვეველი ვადით გადაიდო

“რაგბი ევროპის” გადაწყვეტილებით, მისი ეგიდით მიმდინარე და გასამართი ყველა ტურნირი და მატჩი გაურკვეველი ვადით გადაიდო. […]...
წაკითხვა
რაგბი

ოფიციალურად: საქართველო – რუსეთის მატჩი უმაყურებლოდ ჩატარდება

საქართველოს რაგბის კავშირის განცხადებით, კორონავირუსის გამო, 14 მარტს გასამართი საქართველო – რუსეთის მატჩი მიხეილ მესხის […]...
წაკითხვა
რაგბი

საქართველო – რუსეთი მაყურებლის გარეშე ჩატარდება

საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის 14 მარტს გასამართი სარაგაბო მატჩი მაყურებლების გარეშე ჩატარდება. ამის შესახებ […]...
წაკითხვა
რაგბი

რაგბის კავშირის განცხადება

საქართველოს რაგბის კავშირმა 14 მარტს გასამართი საქართველო-რუსეთის მატჩთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. რაგბის კავშირის ცნობით, ამჟამინდელი [&helli...
წაკითხვა
რაგბი

გაისინი: “გვყავს საკმარისად ძლიერი ნაკრები იმისათვის, რათა საქართველო დავამარცხოთ

რუსეთის ნაკრების წევრმა, რამილ გაისინმა საქართველოსთან მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე მოახლოებულ დაპირისპირებაზე კომენტარი გააკეთა. გაისინი […]...
წაკითხვა
რაგბი

საქართველო – რუსეთის მატჩის დაწყების დრო შეიცვალა

რაგბი ევროპის ფინალურ ტურში საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის გასამართი შეხვედრა 18 საათის ნაცვლად, 16 […]...
წაკითხვა
რაგბი

საქართველოში ლურჯი ბარათი ძალაში შედის

საქართველოს რაგბის კავშირწყვეტილებით, ა.წ. 4 მარტიდან (როდესაც განახლდება ჭაბუკთა „ა“ და „ბ“ ლიგების ჩემპიონატის გათამაშება), […]...
წაკითხვა
რაგბი

რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები გადაიდო

დღეს, 13:00 საათზე საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ არჩევნები კიდევ ერთხელ გადაიდო. […]...
წაკითხვა
რაგბი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ბელგიის წინააღმდეგ

ბორჯღალოსანთა მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა, 22 თებერვალს ბელგიასთან გასამართი მატჩისთვის 23-კაციანი რაზმი დაასახელა. წინა ორი […]...
წაკითხვა
რაგბი

რაგბის კავშირის მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის დაბადების დღის მილოცვას დიდი გამოხმაურება მოჰყ

საქართველოს რაგბის კავშირმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით ქართველ საზოგადო და პოლიტიკურ მოღვაწეს, ბიზნესმენსა და ბიძინა […]...
წაკითხვა