გერმანიამ ალჟირი დაამარცხა
იოაჰიმ ლიოვის შეგირდებს ალჟირთან გამარჯვების მოსაპოვებლად დამატებითი დრო დასჭირდათ.
სასტარტო 15-20 წუთი პარადოქსებით იყო სავსე. გერმანია დამაჯერებლად ცდილობდა თამაშს, თუმცა მხოლოდ ბურთის კონტროლით შემოიფარგლებოდა. ალჟირელებს კი უბურთოდ უწევდათ თამაში და ყველა შესაძლებლობიდან მაქსიმუმის გაკეთებაას ცდილობდნენ. ბევრს მუშაობდნენ აფრიკელთა ცენტრალური ნახევარმცველები. მატჩის მსვლელობისას ალჟირს რამდენიმე სახიფათო კონტრშეტევა ჰქონდა, თუმცა კარგი იყო ნოიერი, რომელიც კარიდან ყოველთვის დროულად გამოდიოდა.
მეორე ტაიმის დაწყებამდე იოაჰიმ ლიოვმა თავის გუნში გარკვეული კორექტივები შეიტანა. გიოტცეს ნაცვლად მოედანზე შურლე გამოვიდა.
გერმანელებმა მეორე ნახევარი გაცილებით უკეთესად ჩაატარეს. გაიზარდა სახიფათო შეტევების რაოდენობა. მრავალჯერ ჩაერთო თამაშში ალჟირელთა კიპერი მბოლი. კარგი მომენტები ჰქოდნათ მიულერს და შვაინშტაიგერს. ალჟირი კი უბრალოდ ანგარიშის შენარჩუნებაზე თამაშობდა, რაც ძირითად დროში მოხერხდა კიდეც.
გერმანელების უპირატესობა გოლში დამატებითი დროის პირველივე წუთებზე გარდაისახა. ანგარიში შურლემ გახსნა. დამატებითი დროის ბოლო წუთებზე კი გუნდებმა გოლები გაცვალეს. გერმანელთა მხრიდან გოლის ავტორ იოზილს ალჟირელმა ჯაბუმ უპასუხა და საბოლოო ანგარიშ დააფიქსირა.
გოლები: შურლე 92′ (1:0); იოზილი 119′ (2:0); ჯაბუ 120′ (2:1)