გერმანიამ შვედეთი დრამატულ ბრძოლაში დაამარცხა (ვიდეო)
დღეს მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე ტურში, F ჯგუფში გერმანია შვედეთს დაუპირისპირდა.
ანგარიში 32-ე წუთზე ოლა ტოივონენმა გახსნა. მან მანუელ ნოიერს თავზე გადაუგდო ბურთი და ულამაზესი გოლი გაიტანა. სკანდინავიელთა დაწინაურების შემდეგ, გერმანელები უფრო გააქტიურდნენ. ამან მეორე ტაიმის დასაწყისშივე გამოიღო შედეგი, როცა 48-ე წუთზე საჯარიმოში მყოფმა მარკო როისმა ახლოდან დაურტყა მეკარეს და ანგარიში გაათანაბრა. საგულისხმოა, რომ 82-ე წუთზე ჟერომ ბოატენგს მოუწია მოედნის დატოვება მეორე გაფრთხილების მიღების გამო. თუმცა, ამან იოახიმ ლიოვის შეგირდები არ გატეხა: მეხუთე დამატებით წუთზე შვედთა საჯარიმოს მისადგომთან ჯარიმა დაინიშნა. ტონი კროოსისა და მარკო როისის გათამაშების შემდეგ, პირველმა მათგანმა ულამაზესად ჩაახვია ბურთი კარში და გამარჯვების გოლი შეაგდო. საბოლოოდ, გერმანია 2-1 იმარჯვა.
ამ მოგების შემდეგ ნახსენები გუნდი სამი ქულით მეორე ადგილზეა. ხოლო, შვედეთსაც ზუსტად ამდენივე ქულა და ბურთების იგივე მაჩვენებელი (+1) აქვს და მესამე საფეხურზე იმყოფება.