გერმანიაში ფანებმა მეტოქე გუნდის ავტობუსს ყალბი ფული ესროლეს
გერმანიაში „ჰეინდენჰაიმისა“ და „ლაიფციგის“ მეორე ბუნდესლიგის მატჩი სკანდალით გამოირჩა. საქმე იმაშია, რომ „საინდენჰაიმის“ ფანები მეტოქე გუნდის ავტობუსს ყალბი კუპიურებით შეხვდნენ, რომლებიც ფეხბურთელებით სავსე კლუბის ავტობუსს ესროლეს.
ყალბ კუპიურებზე ავსტრიელი ბიზნესმენის, კორპორაცია „რედ ბულისა“ და 2009 წელს „ლაიფციგის“ შემქმნელის, დიტრიხ მატეშიცის სურათი იყო გამოსახული. „ჰაინდენჰაიმის“ ფანებმა დოლარს შემდეგი წარწერები დაურთეს: „In God we trust“ („ჩვენ ღმერთის გვჯერა“), „Scheiss Red Bull – In Capitalism He Trusts“ („ბინძური „რედ ბული“ – მას კაპიტალიზმის სჯერა“).
ცნობისთვის, „ლაიფციგის“ ბიუჯეტი დაახლოებით ოცდაათ მილიონ ევროს შეადგენს, მაშინ, როდესაც პირველი ბუნდესლიგის კლუბ „დარმშტადრის“ ბიუჯეტი მხოლოდ ექვსი მილიონია. ხუთ სეზონში „ლაიფციგი“ რანგით მეხუთე დივიზიონიდან გერმანიის მეორე დივიზიონში ავიდა.