გერმანიაში ფანებს ლუდისა და ალკოჰოლური სასმელების მიღებას აუკრძალავენ

თარიღი: აგვისტო 5, 2020

ელიტარული გერმანული საფეხბურთო კლუბების შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ ცხადყვეს, რომ ფანები საფეხბურთო კულტურის შემადგენელი ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ელემენტს წარმოადგენენ.

აღნიშნულ შეხვედრაზე კლუბების წარმომადგენლები მომავალი სეზონიდან მატჩებზე ფანების დასწრების საკითხი განიხილეს და სავარაუდო აკრძალვების შესახებაც გააკეთეს მონახაზი.

ამ ეტაპისთვის ცნობილია, რომ მოედანზე ფანების დაშვების შემთხვევაში მათ აეკრძალებათ ფეხზე დგომა და ალკოჰოლური სასმელების მიღება. გარდა ამისა, წლის ბოლომდე ბუნდესლიგისა და ბუნდესლიგა ორის მატჩებს მხოლოდ მასპინძელი კლუბის გულშემატკივრები დაესწრებიან.

ბუნდესლიგის ახალი სეზონი სტარტს 18 სექტემბერს აიღებს. მატჩების განრიგი კი პარასკევს გახდება ცნობილი.

მსგავსი სიახლეები