გერმანიასთან ბორჯღალოსნებს სუთიაშვილი უკაპიტნებს
ქართველი ბორჯღალოსნები რაგბი ევროპის ჩემპიონატის წლევანდელ ხორუმში ჩაერთვებიან. ხვალ, 7 თებერვალს საქართველოს ნაკრები გასვლაზე გერმანიის ეროვნულ ნაკრებ გუნდს, ჰოიზენშტამში ეთაამშება. შეხვედრა თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება და მისი ნახვა სთრიმის მეშვეობით შემდეგ ბმულზე იქნება შესაძლებელი >>>http://sportdeutschland.tv/rugby/live-rugby-europe-championship-2015-deutschland-vs-georgien
წუხელ ჩენმა გუნდმა ტულუზაში ერთ კვირიანი სამწვრთნელო შეკრება დაასრულა და გერმანიაში გაემგზავრა. წუხელვე მილტონ ჰეიგმა ნაკრების სამატჩო შემადგენლობა დაასახელა.
ორგზის კაპიტანი მესამედ გაიყვანს გუნდს
ტრადიციულად გუშინვე ველოდით კაპიტნის ვინაობის გარკვევას, მაგრამ ეს გადაწყვეტილება სამწვრთნელო შტაბმა დღეს მიიღო, რომლის მიხედვითაც ხვალ გერმანიის ეროვნული ნაკრები გუნდის წინააღმდეგ ბორჯღალოსნებს მესამე ხაზელიშალვა სუთიაშვილი გაუძღვება.
აქამდე სუთიაშვილმა ნაკრებს ორჯერ, შარშანდელ თბილისის თასზე ესპანეთისა და იტალია ‘ა’ წინააღმდეგ მატჩებში უკაპიტნა. მას მოხვეჭილი აქვს 43 ბორჯღალი, ხოლო სანაკრებო დებიუტი 2005 წლის 12 ნოემბერს ჩილეს წინააღმდეგ.
რაგბი ევროპის ჩემპიონატი 2015, I ტური: გერმანია – საქართველო 07/02/15, 17:00
შერკინება
1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. ზურა ჟვანია, 3. დათო ზირაქაშვილი, 4. ვახტანგ მაისურაძე, 5. გიორგი ნემსაძე, 6. გიორგი თხილაიშვილი, 7. შალვა სუთიაშვილი (კაპ), 8. ბექა ბიწაძე
ღერძი
9. ვასილ ლობჟანიძე, 10. ლაშა ხმალაძე
ხაზი
11. ალექსანდრე ხუციშვილი, 12. მერაბ შარიქაძე, 13. დავით კაჭარავა, 14. სანდრო თოდუა, 15. გიორგი აფციაური
მარქაფა
16. შალვა მამუკაშვილი, 17. ლევან ჩილაჩავა, 18. დავით ქუბრიაშვილი, 19. კოტე მიქაუტაძე, 20. დიმიტრი ბასილაია, 21. გიორგი ბეგაძე, 22. ლაშა მალაღურაძე, 23. თამაზ მჭედლიძე
Rugby.GE