გერმანიის მეოთხე დივიზიონიდან “ბერნაბეუმდე” – ანჩელოტიმ განაცხადში კიდევ ერთი მცველი შეიყვანა
მიუნხენის “ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე მადრიდის “რეალთან” გასამართი განმეორებითი მატჩის განაცხადში ნიკოლას ფელდჰანი შეიყვანა. აღსანიშნავია, რომ ფელდჰანი “ბაიერნის” მეორე გუნდის ღირსებას იცავს, რომელიც გერმანიის რანგით მეოთხე დივიზიონში ასპარეზობს.
მატს ჰუმელსს და ჟერომ ბოატენგს ტრავმები აწუხებდათ, ამიტომ ჯერაც არ არის დადასტურებული, ითამაშებს თუ არა ეს დუეტი “სამეფო კლუბის” წინააღმდეგ, ფელდჰანის განაცხადში მოხვედრა კი სწორედ ამან გამოიწვია.
30 წლის მცველს კარიერის უმეტესი ნაწილი გერმანიის დაბალი ლიგების კლუბებში აქვს გატარებული, ბუნდესლიგაში კი მხოლოდ 40 მატჩის ჩატარება მოახერხა. მას “ბაიერნის” პირველი გუნდის მაისურით ოფიციალურ შეხვედრაში აქამდე არ უთამაშია.
შეგახსენებთ, რომ “რეალსა” და “ბაიერნს” შორის გასამართი მატჩი დღეს, 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.
To Madrid ?? pic.twitter.com/TM5Li21OLR
— Mats Hummels (@matshummels) April 17, 2017