გერმანიის ნაკრები ავსტრალიასთან მარცხს გადაურჩა (ვიდეო)

თარიღი: მარტი 26, 2015

გერმანიისა და ავსტრალიის ნაკრებებს შორის კაიზერსლაუტერნში გამართული ამხანაგური მატჩი ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა.

მასპინძლები შეხვედრის მე-17 წუთზე მარკო როისის გოლის წყალობით დაწინაურდნენ. სტუმრებმა ბურთი მოედნის ცენტრში დაკარგეს, სამი ხედირამ სწრაფად მარცხენა ფლანგი განვლო და საჯარიმოში გახსნილი როისი მოძებნა, რომელმაც ბურთი ერთი შეხებით მეტოქის კარში გადაგზავნა.

პირველი ტაიმის დასრულებამდე ხუთიოდე წუთით ადრე სტუმართა შეტევის მარცხენა ფლანგიდან ბურთის თავისუფლად მოწოდების შემდეგ ანგარიში თავური დარტყმით ჯეიმს ტროიზიმ გაათანაბრა, რომელმაც პოზიციურად იონას ჰექტორს აჯობა.

მეორე ნახევრის დებიუტში მაილ ედინაკმა საჯარიმო დარტყმით ავსტრალიელები სულაც დააწინაურა.

აზიის ჩემპიონთან მსოფლიოს ჩემპიონები მარცხისგან ლუკას პოდოლსკიმ იხსნა, რომელიც მოედანზე 73-ე წუთზე გავიდა, რვა წუთში კი შიურლე-ჰექტორის კომბინაცია გოლით დააგვირგვინა.

29 მარტს გერმანიის ნაკრები ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ მატჩს “დინამო არენაზე”, საქართველოს ეროვნული გუნდის წინააღმდეგ ჩაატარებს.

ამხანაგური მატჩი:
გერმანია — ავსტრალია 2:2 (1:1)

გერმანია: ცილერი, ჰიოვედესი, ბადშტუბერი (რუდი 46′), მუსტაფი, ჰექტორი, იოზილი, ხედირა (კრამერი 63′), როისი (პოდოლსკი 73′), გიუნდოგანი, ბელარაბი (შიურლე 64′), გიოტცე (კრუზე 73′).
მთავარი მწვრთნელი: იოახიმ ლიოვი.

გოლები: როისი 17′, პოდოლსკი 81′ — ტროიზი 40′, ედინაკი 50′.

 

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

რობინ ვან პერსიმ ოქროს ბურთის სამეული დაასახელა

ბოლო 12 წლის განმავლობაში კრიშტიანო რონალდუმ და ლიონელ მესიმ, საერთო ჯამში, 11 ოქროს ბურთი მოიგეს, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდუს სიტყვები იბრაჰიმოვიჩის პენალტის დროს და ზლატანის პასუხი (ფოტო, ვიდეო)

7 ივლისს, იტალიის სერია A-ში “მილანმა” საკუთარ მოედანზე “იუვენტუსი” მიიღო და მეტოქე 4:2 დაამარცხა. მატჩის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ლაციოს” მცველმა “ლეჩეს” ფეხბურთელს უკბინა (ვიდეო)

7 ივლისს, იტალიის სერია A-ში “ლეჩემ” საკუთარ მოედანზე “ლაციო” მიიღო და ანგარიშით 2:1 გაიმარჯვა. მატჩის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დუგლას კოშტას ფინტი “მილანთან” მატჩში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო Douglas Costa.. pic.twitter.com/fXq2UPgQVG — Soso #FatihTerim (@sosoreyiz) July 7, 2020...
წაკითხვა
ფეხბურთი

რებიჩის გოლი “იუვენტუსის” კარში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო DANILO MISTAKE REBIC EMPHATIC FINISHHHHHpic.twitter.com/xmz4tF1Gwu — Karim (@Futball_Karim) July 7, 2020...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლეაოს გოლი “იუვენტუსის “კარში” – “მილანი” იგებს! (ვიდე

იხილეთ ვიდეო Rafael Leão VIROU para o Milan logo depois do empate. QUE JOGÃO!!!pic.twitter.com/dQKGoe56we — […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

იბრაჰიმოვიჩის გოლი “იუვენტუსის” კარში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო #Ibrahimovic gets one back for #ACMilan #MilanJuve 1-2. pic.twitter.com/8oU39fwU2G — RainingGoals (@RainingGoals) July […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რაბიოს ბრწყინვალე გარღვევა და დიდებული გოლი “მილანის” კარში (ვიდეო)

ამ წუთებში მიმდინარეობს იტალიის სერია A-ს 31-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა “მილანსა” და “იუვენტუსს” შორის. ანგარიში […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მოურინიომ სონი-ლორისის დაპირისპირებაზე კომენტარი გააკეთა

ლონდონის “ტოტენჰემის” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ “ევერტონთან” გამართული მატჩის შემდეგ უგო ლორისსა და სონს შორის [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლუკას ოკამპოსის სეივი 101-ე წუთზე (ვიდეო)

6 ივლისს, ესპანეთის ჩემპიონატში “სევილიამ” საკუთარ მოედანზე “ეიბარი” მიიღო და მინიმალური სხვაობით, 1:0 გაიმარჯვა. მატჩის [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვარჯიშისას 16 წლის მეკარეს ელვამ დაარტყა (ვიდეო)

რუსული კლუბის, “ზნამია ტრუდას” ვარჯიშზე, 16 წლის მეკარე ივან ზაბოროსკოვს ელვამ დაარტყა. აღნიშნული ვიდეოკადრები თავად […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ინსინიეს ულამაზესი გოლი “რომას” კარში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო INSIGNE with a stunner! 👀🤩 #NapoliRoma pic.twitter.com/iFossVvfDO — Sacha Pisani (@Sachk0) July 5, […]...
წაკითხვა