გერმანიის ნაკრები კონფედერაციათა თასის გამარჯვებულია
გერმანიის ეროვნული ნაკრები 2017 წლის კონფედერაციათა თასის გამარჯვებულია. ტურნირის გადამწყვეტ შეხვედრაში “ბუნდესთიმმა” ჩილეს ნაკრები ანგარიშით 1:0 დაამარცხა.
სამხრეთამერიკელებმა მატჩი საკმაოდ აქტიურად დაიწყეს, ჩილელები აგრესიული პრესინგითა და მწვავე შეტევებით გამოირჩეოდნენ, თუმცა შეხვედრის მე-20 წუთზე მარსელო დიასის მიერ დაშვებული ელემენტარული შეცდომა გერმანელებმა მეტოქეს არ აპატიეს და ლარს შტინდლმა ევროპელები დააწინაურა. ამის შემდეგ ტაიმი იოახიმ ლიოვის გუნდის კარნახით წარიმართა და სათამაშო ტემპი დავარდა. მატჩის მეორე ნახევარი გაცილებით ნაკლებად სანახაობრივი გამოდგა. საბოლოო ჯამში, შეხვედრა და ტურნირი გერმანიის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა, ჩილეს გუნდი კი ვერცხლის მედლებს დასჯერდა.
კონფედერაციათა თასი
ფინალი
ჩილე — გერმანია 0:1 (0:1)
გოლი: შტინდლი 20′.