გერმანიის ნაკრების ისტორიული ანტირეკორდი
იოაჰიმ ლიოვის “გერმანული მანქანა” რომ წყობიდანაა გამოსული, ალბათ, უკვე ყველას სჯერა. 16 ოქტომბერს “ბუნდესნაკრები” მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან დამარცხდა, ანგარიშით 2-1. ეს გერმანელთა მეექვსე მარცხი გახლდათ 2018 წლის გათამაშებაში, რაც ყველაზე ცუდი შედეგია.
2018 წლის პირველი მარცხი იოაჰიმ ლიოვის ბიჭებმა ბრაზილიასთან გამართულ ამანაგურ მატჩში იგემეს (0:1), რასაც ავსტრიასთან წაგება მოჰყვა (1:2). მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონმა საშინლად იასპარეზე მუნდიალზეც – დამარცხდა მექსიკისა (0:1) და სამხრეთ კორეის ნაკრებებთან (0:2). ბოლოს კი ერთა ლიგაზე ჰოლანდიასთნ (0:3) და საფრანგეთთან (1:2) წააგეს.
გარდა ამისა, გერმანელებმა 2000 წლის შემდეგ პირველად წააგეს ზედიზედ ორი ოფიციალური მატჩი. 2018 წელს გერმანიამ 11 მატჩი გამართა და მხოლოდ ერთში შეძლო კარის მშრალად შენახვა, ეს კი ბოლო 54 წლის ანტირეკორდი გახლავთ.