გერმანიის ნაკრებმა სლოვაკეთი უპრობლემოდ დაამარცხა (ვიდეო)

თარიღი: ივნისი 26, 2016

ლილის “პიერ მორუაზე” გერმანიისა და სლოვაკეთის ნაკრებებს შორის 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალური ეტაპის შეხვედრა ჩატარდა. მატჩის უპირობო ფავორიტად “ბუნდესთიმი” სახელდებოდა და სწორედ იოახიმ ლიოვის გუნდი ფლობდა სათამაშო უპირატესობას. გერმანელებმა სწრაფი გოლის გატანა შეძლეს: მე-8 წუთზე სლოვაკთა საჯარიმოდან გადმოვარდნილ ბურთს ჯერომ ბოატენგი შეეგება და შეუჩერებელი დარტყმით მეკარისგან მარჯვენა დაბალ კუთხეში ეფექტური გოლი გაიტანა. ზუსტად ხუთ წუთში გერმანელებს უპირატესობის გაზრდის კარგი შანსი მიეცათ: მარტინ შკრტელმა საკუთარ საჯარიმო მოედანზე მარიო გომესს ხელი უბიძგა და მთავარმა არბიტრმა თერთმეტმეტრიანი დარტყმა დანიშნა. პენალტი მესუთ იოზილმა ცუდად შეასრულა, მისი დარტყმული მეკარე მატუშ კოზაჩიკმა მოიგერია. ტაიმის დასრულებამდე ორი წუთით ადრე გერმანიის ნაკრებმა მეორე გოლი მაინც გაიტანა: იულიან დრაქსლერი მეტოქის საჯარიმო მოედანზე მარცხენა ფლანგიდან შეიჭრა და ბურთი კარის წინ მდგარ გომესს გადააწოდა, ამ უკანასკნელმა ერთი შეხებით დაარტყა და გაიტანა – 2:0. სლოვაკებს მატჩის პირველ ნახევარში მხოლოდ ერთი მომენტი ჰქონდათ, როდესაც იურაი კუცკამ თავით დაარტყა, თუმცა მანუელ ნოიერმა ნახტომში ბურთის მოგერიება მოახერხა.

მატჩის მეორე ტაიმში გერმანელებმა ტერიტორიული უპირატესობა სლოვაკებს დაუთმეს, თუმცა იან კოზაკის გუნდს რეალურ სახიფათო მომენტამდე საქმე ვერ მიჰყავდა. სამაგიეროდ, გერმანიის ნაკრებმა გამოიყენა შანსი და უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა: გოლი კუთხურს მოყვა, სლოვაკებმა დრაქსლერი უყურადღებოდ დატოვეს და მანაც ეფექტური დარტყმით მესამედ შეარხია კოზაჩიკის კარის ბადე. საბოლოო ჯამში, გერმანიის ნაკრებმა სლოვაკეთი უპრობლემოდ, ანგარიშით 3:0 დაამარცხა.

ევრო-2016
მერვედფინალი
გერმანია — სლოვაკეთი 3:0 (2:0)

საფრანგეთი: ნოიერი; კიმიხი, ბოატენგი (ჰიოვედესი 72′), ჰუმელსი, ჰეკტორი; კროოსი, ხედირა (შვაინშტაიგერი 76′); მიულერი, იოზილი, დრაქსლერი (პოდოლსკი 72′); გომესი.
მთავარი მწვრთნელი: იოახიმ ლიოვი.

ირლანდია: კოზაჩიკი; პეკარიკი, შკრტელი, დურიცა, დიომბერი (სალატა 84′); გროშოვსკი; შკრინიარი, ჰამშიკი, კუცკა, ვაისი (გრეგუში 46′); დურიში (შესკატი 64′).
მთავარი მწვრთნელი: იან კოზაკი.

გოლები: ბოატენგი 8′, გომესი 43′, დრაქსლერი 63′.
გაფრთხილებები: კიმიხი 46′, ჰუმელსი 67′ — შკრტელი 13′, კუცკა 90+1′.
გამოუყენებელი პენალტი: იოზილი 13′.
მთავარი მსაჯი: შიმონ მარცინიაკი (პოლონეთი).

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

“რა სუნია?” – კალვერტ-ლიუინი ლასელსის წინააღმდეგ (ვიდეო)

21 იანვარს ინგლისის პრემიერ ლიგაში “ევერტონმა” საკუთარ მოედანზე “ნიუკასლი” მიიღო და ფრედ 2:2 ითამაშა. მატჩის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დავიდ ლუისის გაძევება და ჟორჟინიოს გოლი (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო Jorginho ice cold as usual man. pic.twitter.com/JtyWX7ZioG — 🌬 (@CFCBrano) January 21, 2020...
წაკითხვა
ფეხბურთი

კურიოზი: ჩირო იმობილეს პენალტი “ნაპოლისთან” მატჩში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო İmmobile when he saw Ronaldo approaching pic.twitter.com/JddZCzongO — Viscaowski (@viscaowski) January 21, 2020...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორ შეასრულა გაბრიელ ჟესუსმა პენალტი “შეფილდთან” მატჩში (ვიდეო)

ინგლისის პრემიერ ლიგაში, “შეფილდსა” და “მანჩესტერ იუნაიტედს” შორის მიმდინარე მატჩის 36-ე წუთზე გაბრიელ ჟესუსმა პენალტი [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 21 იანვარი

ჯანო ანანიძემ მოსკოვის “სპარტაკი” დატოვა საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ მოსკოვის “სპარტაკთან” კონტრაქტი გაწყვი...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორ არ უნდა მოიქცეს თანაგუნდელი – არჩათვლილი გოლი ეგვიპტეში (ვიდეო)

20 იანვარს ეგვიპტის ჩემპიონატში “ასვანმა” საკუთარ მოედანზე “ვადი დეგლა” მიიღო და ანგარიშით 1:3 დამარცხდა. მატჩის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 20 იანვარი

იოვიჩი “ტოტენჰემში”? Daily Star-ის ინფორმაციით, “ტოტენჰემის” მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს მის გუნდში ლუკა იოვიჩის ხილვა [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

რატომ არ ჩაუთვალეს “ალკმაარს” გოლი “ბრედასთან” მატჩში? (ვიდეო)

17 იანვარს ჰოლანდიის რანგით მეორე დივიზიონში “ბრედამ” საკუთარ მოედანზე “ალკმაარის” მეორე გუნდი მიიღო და 3:1 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტიმო ვერნერს “ლივერპულში” უნდა

“ლაიფციგის” თავდამსხმელი ტიმო ვერნერი შესაძლოა “ლივერპულში” გადავიდეს. გერმანული გამოცემა “ბილდი” წერს, რომ ფეხბურ...
წაკითხვა
ფეხბურთი

კომპანის დასაფასებელი საქციელი “ბრიუგესთან” მატჩში (ვიდეო)

19 იანვარს ბელგიის ჩემპიონატში “ანდერლეხტმა” საკუთარ მოედანზე “ბრიუგე” მიიღო და ანგარიშით 1:2 დამარცხდა. შეხვედრის ბოლო [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

სრული ვიდეო: ალისონი მოჰამედ სალაჰის გოლის შემდეგ (ვიდეო)

19 იანვარს, ინგლისის პრემიერ ლიგაში “ლივერპულმა” “მანჩესტერ იუნაიტედს” უმასპინძლა და 2:0 გაიმარჯვა. მერსესაიდელებმა მეორე გოლი...
წაკითხვა
ფეხბურთი

გარი ნევილის რეაქცია მარსიალის აცილებაზე (ვიდეო)

19 იანვარს, ინგლისის პრემიერ ლიგაში “ლივერპულმა” საკუთარ მოედანზე “მანჩესტერ იუნაიტედი” მიიღო და 2:0 გაიმარჯვა. შეხვედრის [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

მესი ბურთს არ კარგავს – რა გააკეთა არგენტინელმა “გრანადასთან” მატჩში (ვი

ესპანეთის ჩემპიონატში, “ბარსელონასა” და “გრანადას” შორის მიმდინარე მატჩის ერთ-ერთ ეპიზოდში ლიონელ მესიმ საკუთარ სტილში იმოქმედ...
წაკითხვა