გერმანიის ნაკრებმა თბილისიდან სამი ქულა წაიღო (ვიდეო)
ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოსა და გერმანიის ეროვნულ გუნდთა შორის ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” გამართული მატჩი “ბუნდესთიმის” გამარჯვებით, ანგარიშით 0:2 დასრულდა. სტუმრებმა ორივე გოლი შეხვედრის პირველ ნახევარში გაიტანეს: 39-ე წუთზე მარიო გიოტცეს მშვენიერი თამაშის შემდეგ გოლი მარკო როისმა გაიტანა, ზუსტად ხუთ წუთში კი საქართველოს ნაკრების კარის ბადე ტომას მიულერმა შეარხია. ორივე გოლი ცენტრალური ზონიდან მივიღეთ.
ამრიგად, გერმანიის ნაკრებმა თბილისიდან მნიშვნელოვანი სამი ქულა წაიღო.
ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი
D ჯგუფი, V ტური
საქართველო — გერმანია 0:2 (0:2)
საქართველო: ლორია, ამისულაშვილი (დვალი 4′), კვერკველია, კაშია, ლობჟანიძე, მახარაძე (ყენია 63′), კანკავა, ნავალოვსკი, კობახიძე, ოქრიაშვილი (ჭანტურია 46′), მჭედლიძე.
მთავარი მწვრთნელი: კახა ცხადაძე.
გერმანია: ნოიერი, რუდი, ჰექტორი, ჰუმელსი, ბოატენგი, შვაინშტაიგერი, იოზილი, კროოსი, როისი, გიოტცე (პოდოლსკი 87′), მიულერი (შიურლე 86′).
მთავარი მწვრთნელი: იოახიმ ლიოვი.
გოლები: როისი 39′, მიულერი 44′.
გაფრთხილებები: მახარაძე 32′, კანკავა 74′, ჭანტურია 82′ — შვაინშტაიგერი 74′.
მთავარი მსაჯი: კლემან ტურპენი (საფრანგეთი).