გერმანიის ნაკრებმა უკრაინას სძლია (ვიდეო)
დღევანდელი სათამაშო დღის ბოლო მატჩი ლილის “პიერ მორუაზე” შედგა, სადაც ერთმანეთს გერმანიისა და უკრაინის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. როგორც მოსალოდნელი იყო, პირველ ნომრად “ბუნდესგუნდმა” ითამაშა, უკრაინელები კი თავს დიდი ძალებით იცავდნენ და შანსს ძირითადად კონტრშეტევებზე ელოდნენ. ანგარიში შეხვედრის მე-19 წუთზე გერმანელთა მცველმა შკოდრან მუსტაფიმ თავური დარტყმით გახსნა.
გერმანიის ნაკრები მთელი მატჩის განმავლობაში აქტიურ პრესინგს თამაშობდა, რითაც მეტოქეს თავისუფალი მოქმედების არეალს მაქსიმალურად უზღუდავდა. მატჩის ბოლოს “ბუნდესგუნდმა” უკრაინის ნაკრები კონტრშეტევაზე დაიჭირა და შეცვლაზე შესულმა ბასტიან შვაინშტაიგერმა გერმანელთა უპირატესობა გაზარდა. საბოლოო ჯამში, გერმანიის ნაკრებმა უკრაინა ანგარიშით 2:0 დაამარცხა.
ევრო-2016
C ჯგუფი
გერმანია — უკრაინა 2:0 (1:0)
გერმანია: ნოიერი, ჰიოვედესი, ბოატენგი, მუსტაფი, ჰეკტორი, ხედირა, კროოსი, მიულერი, იოზილი, დრაქსლერი (შიურლე 78′), გიოტცე (შვაინშტაიგერი 90′).
მთავარი მწვრთნელი: იოახიმ ლიოვი.
უკრაინა: პიატოვი, ფედეცკი, ხაჩერიდი, რაკიცკი, შევჩუკი, სიდორჩუკი, სტეპანენკო, იარმოლენკო, კოვალენკო (ზინჩენკო 73′), კონოპლიანკა, ზოზულია (სელეზნიოვი 66′).
მთავარი მწვრთნელი: მიხაილო ფომენკო.
გოლები: მუსტაფი 19′, შვაინშტაიგერი 90+2′.
გაფრთხილება: კონოპლიანკა 68′
მთავარი მსაჯი: მარტინ ატკინსონი (ინგლისი).