WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (452400) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

გერმანიის ფეხბურთის კავშირის პრეზიდენტი სკანდალში გაეხვა და პოსტი დატოვა

თარიღი: მაისი 18, 2021

გერმანიის ფეხბურთის კავშირის პრეზიდენტი ფრიც კელერი სკანდალში გაეხვა და თანამდებობის დატოვება მოუწია.

23 აპრილს, გერმანიის ფეხბურთის კავშირის პრეზიდიუმის სხდომაზე კელერმა საკუთარი მოადგილე რაინერ კოხი ნაცისტური გერმანიის მოსამართლე როლანდ ფრეისლერს შეადარა, რამაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. მომხდარის შემდეგ კელერმა არაერთგზის მოიბოდიშა, თუმცა კოხმა ზემდგომის ბოდიში არ მიიღო.

ფრეისლერმა ნაცისტურ გერმანიაში რამდენიმე ათას ადამიანს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. გარდა ამისა, ის იყო ვანზეის კონფერენციის მონაწილე. სწორედ ამ კონფერენციაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომელსაც დღეს ჰოლოკოსტის სახელით ვიცნობთ.

ფრიც კელერმა გერმანიის ფეხბურთის კავშირის პრეზიდენტის პოსტზე 598 დღე იმუშავა და ის გახდა ორგანიზაციის პირველი ხელმძღვანელი, რომელიც შიდა სპორტული სასამართლოს წინაშე წარსდგა. უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, რა გადაწყვეტილებას გამოიტანს სასამართლო.

გერმანიის ფეხბურთის კავშირის ახალ პრეზიდენტს ორგანიზაციის დამდეგ სხდომაზე აირჩევენ, რომელიც 2022 წლის დასაწყისში უნდა ჩატარდეს. მანამდე კავშირს რაინერ კოხი და პეტერ პეტერსი უხელმძღვანელებენ.



მსგავსი სიახლეები