გერმანიის სუპერთასი: “ბაიერნმა” “ბორუსიას” ორბურთიანი სხვაობით სძლია

თარიღი: აგვისტო 15, 2016

დღეს გაიმართა გერმანიის სუპერთასის შეხვედრა, სადაც ერთმანეთს დორტმუნდის “ბორუსია” და მიუნხენის “ბაიერნი” დაუპირისპირდნენ.

მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. ორივე გუნდი ცდილობდა საკუთარი კარი მშრალად შეენახა და მეტ-ნაკლებად ძლიერად შეტევაზე გადასულიყო. პირველ ტაიმში გოლი არ გასულა. შეხვედრაში ანგარიში 58-ე წუთზე არტურო ვიდალმა გახსნა. ამის შემდეგ დორტმუნდელები უფრო გააქტიურდნენ და მოედნის ცენტრში უპირატესობა სწორედ მათ მოიპოვეს; თუმცა, ნომინალურმა მასპინძლებმა კიდევ ერთი ბურთი მიიღეს საკუთარ კარში – 79-ე წუთზე ბიურკის კარი მიულერმა დალაშქრა და, საბოლოოდ, მის გუნდს 2-0 გაამარჯვებინა.

მსგავსი სიახლეები