გერმანიის თასი “დორტმუნდმა” მოიგო (ვიდეო)

თარიღი: მაისი 27, 2017

ბერლინის “ოლიმპიაშტადიონზე” ფრანკფურტის “აინტრახტსა” და დორტმუნდის “ბორუსიას” შორის გერმანიის თასის ფინალური შეხვედრა გაიმართა, რომელიც თომას ტუხელის გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.

დორტმუნდელებმა მატჩი თავიდანვე აქტიურად დაიწყეს და მე-8 წუთზე დაწინაურდნენ კიდეც. ჩინებული კომბინაცია ლამაზი დარტყმით ოსმან დემბელემ დააგვირგვინა – 0:1.

მიუხედავად იმისა, რომ გაშვებული გოლის შემდეგ ფრანკფურტელებს განსაკუთრებული სათამაშო უპირატესობა არ მოუპოვებიათ, საპასუხო ბურთის გატანა პირველივე ტაიმში მოახერხეს: 29-ე წუთზე ანტე რებიჩი მეკარესთან პირისპირ დარჩა და წონასწორობა აღადგინა – 1:1.

მატჩის მეორე ნახევარში პიერ-ემერიკ ობამეიანგს შეეძლო მაკრატელა დარტყმით შესანიშნავი გოლის გატანა, მაგრამ რიკოშეტის შემდეგ ბურთი ხარიხას მოხვდა. სამაგიეროდ, რამდენიმე წუთში “ბორუსიას” გაბონელმა თავდამსხმელმა პენალტი გაიტანა, რომელიც საჯარიმო მოედანზე შეცვლაზე შემოსული კრისტიან პულიშიჩის წაქცევისთვის დაინიშნა – 1:2. “ბორუსიამ” მეტოქე ამავე ანგარიშით დაამარცხა და არსებობის განმავლობაში გერმანიის თასი მეოთხედ მოიგო.

გერმანიის თასი
ფინალი
“აინტრახტი” (ფრანკფურტი) — “ბორუსია” (დორტმუნდი) 1:2 (1:1)
გოლები: რებიჩი 29′ — დემბელე 8′, ობამეიანგი 67′ (პენ).

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ჰანსი ფლიკი თასიდან გამოვარდნის შემდეგ: “შოკში ვართ!”

გერმანული ფეხბურთის გიგანტი, მიუნხენის “ბაიერნი”, თასის პირველივე შეხვედრაში გამოაგდო გერმანიის მეორე დივიზიონი კლუბმა “ჰოლშტაინ კილ...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორ შეასრულა რაჰიმ სტერლინგმა პენალტი “ბრაიტონთან” მატჩში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო Raheem Sterling penalty miss against Brighton 90+2'pic.twitter.com/tLsfayxQaC — noobfcb (@noob_fcb) January 13, 2021...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოფიციალურად: ფოსუ-მენსა “ბაიერ ლევერკუზენის” ფეხბურთელია

“მანჩესტერ იუნაიტედისა” და “ბაიერ ლევერკუზენის” ოფიციალური ვებ-გვერდები ადასტურებენ ინფორმაციას ტიმოტი ფოსუ-მენსას ტრანსფერის ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლევანდოვსკიმ კლოპთან დადებული სანაძლეო გაიხსენა

რობერტ ლევანდოვსკიმ პრესასთან საუბრისას დორტმუნდის “ბორუსიაში” გატარებული პერიოდი გაიხსენა. შეგახსენებთ, რომ დორტმუნდში ყოფნისას რობერტმა ...
წაკითხვა
ფეხბურთი

21-წლამდელი ფეხბურთელების საუკეთესო თერთმეტეული

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საფეხბურთო პორტალი Transfermarkt 21-წლამდელი ფეხბურთელების საუკეთესო თერთმეტეულს გვთავაზობს სატრანსფერო ღირებულე...
წაკითხვა
ფეხბურთი

დანილოს შესანიშნავი გოლი “სასუოლოს” კარში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო what a goal this is from Danilo wow pic.twitter.com/Ni9nfBbpAu — #LennonOUT #WengerIN (@KieranCFC88) […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ლიდსი” ინგლისის მეოთხე დივიზიონის გუნდთან განადგურდა (ვიდეო)

10 იანვარს ინგლისის ასოციაციის თასის 1/32-ფინალური ეტაპის მატჩი შედგა “კროული თაუნსა” და “ლიდს იუნაიტედს” შორის. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორ აღნიშნა მესის შვილმა მამის ბრწყინვალე გოლი (ვიდეო)

სოციალურ ქსელში ლეო მესის პატარა ვაჟის ვიდეო ვრცელდება, რომელიც მამის მიერ გატანილ ბრწყინვალე გოლს აღნიშნავს. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ალაბას ტრანსფერით ექვსი ევროპული გრანდი ინტერესდება

გავლენიანი იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა ირწმუნება, დავიდ ალაბას ტრანსფერით 6 ევროპული გრანდია დაინტერესებული. ინფორმაციის წყაროდ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

Football Observatory: ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი ინგლისელია, რონალდუ ასეულშიც არაა

ფეხბურთის კვლევითმა ინსტიტუტმა CIES Football Observatory-მ მოცემულ მომენტში ევროპის წამყვან ხუთ ჩემპიონატში მოთამაშე ყველაზე ძვირადღირებულ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სრული კრახი: ვიდეო, რომელშიც ალექსანდერ-არნოლდი 38-ჯერ კარგავს ბურთს

მსოფლიოში რთულად თუ მოიძებნება ფეხბურთის გულშემატკივარი, რომელიც ტრენტ ალექსანდერ-არნოლდს მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მარჯვენა მცველად არ […]...
წაკითხვა