გერმანიის წლის საუკეთესო ფეხბურთელი დასახელდა

თარიღი: აგვისტო 5, 2018

მადრიდის “რეალის” ნახევარმცველი, ტონი კროოსი გერმანელმა სპორტულმა ჟურნალისტებმა გერმანიის წლის (2017-18 წლების სეზონის) საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

გამოკითხვაში მონაწილეობა გერმანიის სპორტულ ჟურნალისტთა ასოცაიციის 475 წევრი იღებდა, მათგან 185-მა კი ხმა სწორედ კროოსს მისცა.

გამოკითხვაში მეორე ადგილი “ფრაიბურგის” თავდამსხმელმა, ნილს პეტერსენმა დაიკავა, მესამე პოზიციაზე კი “შალკეს” მცველი, ნალდო გავიდა.

მსგავსი სიახლეები