“გერმანულ კლუბებთან არც კი გვისაუბრია” – ფლორენტინო პერესმა ტყუილი თქვა?
მადრიდის “რეალის” პრეზიდენტმა და ევროპის სუპერლიგის ერთ-ერთმა მთავარმა ორგანიზატორმა, ფლორენტინო პერესმა გუშინ განაცხადა, რომ სუპერლიგაში “პარი სენ-ჟერმენი” და გერმანული კლუბები ჯერ არ მიუწვევიათ.
“პარი სენ-ჟერმენი” დღემდე არ მოგვიწვევია. გერმანულ კლუბებთან არც კი გვისაუბრია. ახლა სუპერლიგაში 12 კლუბია და გვინდა რაოდენობა 15 გახდეს. თუ პსჟ და “ბაიერნი” უარს იტყვიან, სუპერლიგა არ გაუქმდება”, – თქვა პერესმა.
გერმანული DER SPIEGEL-ის ცნობით, პერესმა ამ განცხადების დროს იცრუა. გამოცემამ გამოაქვეყნა დოკუმენტის ის გვერდი, სადაც წერია, რომ სუპერლიგაში შესასვლელად “პარი სენ-ჟერმენს” 14 დღის ვადა მიეცა, ხოლო “ბაიერნსა” და დორტმუნდის “ბორუსიას” – 30.
გამოდის, რომ სამივე კლუბმა ევროპის ახალ ლიგაში ყოფნაზე უარი თქვა.
Perez claiming that #PSG, #Bayern and #BVB were not invited is a straight up lie. Documents obtained by Der Spiegel show that #Bayern and #BVB were invited and have 30 days to join. PSG also invited but they have 14 days to join the Super League. (Via @derspiegel) pic.twitter.com/j20aDE7Y5l
— Dr. Manuel Veth (@ManuelVeth) April 19, 2021