გერმანული კლასიკა: “ბაიერნმა” გასვლაზე “ბორუსია” დაამარცხა (ვიდეო)

თარიღი: მაისი 27, 2020

26 მაისს “სიგნალ-იდუნა პარკმა” გერმანულ კლასიკად შერაცხულ დაპირისპირებას უმასპინძლა. უმაყურებლოდ დარჩენილ სტადიონზე მიუნხენის “ბაიერნმა” მინიმალური ანგარიშით შეძლო ლუსიენ ფავრის გუნდის დამარცხება.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ორივე გუნდი თანაბრად ძლიერად გამოიყურებოდა, თუმცა მატჩში გადამწყვეტი როლი ჯოშუა კიმიხის ბრწყინვალე გოლმა ითამაშა. ამ უკანასკნელმა პირველი ტაიმის მიუწურულს ოსტატურად შეძლო ბიურკის კარის აღება.

ამ გამარჯვების წყალობით მიუნხენის “ბაიერნი” შიდი ქულით გაიჭრა წინ სატურნირო ცხრილში. “ბორუსია” 57 ქულით მეორე პოზიციაზეა და “ლაიფციგის” მოგების შემთხვევაში ერთი ადგილით დაქვეითდება.

მსგავსი სიახლეები