გერმანია — უკრაინა: სავარაუდო შემადგენლობები, ფაქტები, სტატისტიკა

თარიღი: ივნისი 12, 2016

გერმანია — უკრაინა
შეხვედრის ადგილი: ლილი; “პიერ მორუა”
შეხვედრის დრო: კვირა, 12 ივნისი; 23:00 (მატჩის რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ)
მთავარი არბიტრი: მარტინ ატკინსონი (ინგლისი)


დღეს ევროპის ჩემპიონატის C ჯგუფი აიღებს სტარტს. ცენტრალური შეხვედრა ლილის “პიერ მორუაზე” შედგება, სადაც გერმანიის ეროვნული გუნდი უკრაინის ნაკრებს დაუპირისპირდება. “ბუნდესთიმი” არამხოლოდ ამ კონკრეტული მატჩის, არამედ ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტად სახელდება, თუმცა იოახიმ ლიოვის გუნდს საკადრო პრობლემები შეექმნა: ტურნირის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ცენტრალურმა მცველმა ანტონიო რუდიგერმა მუხლის ჯვარედინი იოგი გაიწყვიტა და მის ნაცვლად განაცხადში 20 წლის ფეხბურთელ ჯონათან ტას უხმეს. ამ შეცვლის შემდეგ გერმანიის ნაკრები ევრო-2016-ის ყველაზე ახალგაზრდული გუნდი გახდა. სათუოა მათს ჰუმელსის თამაშიც, რომელსაც ტრავმა აწუხებდა. გერმანელი მცველი მომჯობინდა, თუმცა, დიდი ალბათობით, მოედანზე მის გამოყვანას მაინც არ გარისკავენ.

რაც შეეხებათ უკრაინელებს, მიხაილო ფომენკოს ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელად ჰყავს. გერმანია უპირობო ფავორიტია, უკრაინელები კი თამაშს, სავარაუდოდ, კონტრშეტევებზე ააგებენ. გუნდი კარგად იყენებს ფლანგებს, სადაც გუნდის ლიდერები ევგენი კონოპლიანკა და ანდრეი იარმოლენკო თამაშობენ. სხვათა შორის, მატჩამდე ერთი დღით საფრანგეთში მყოფმა უკრაინელმა ფეხბურთელებმა სამშობლოდან ბავშვების მიერ დახატული ნახატები მიიღეს. საავადმყოფოებში სხვადასხვა მიზეზით მწოლიარე ბავშვებმა თავიანთ ფეხბურთელებს გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ გასამართ მატჩამდე სურათები დაუხატეს და მათ წარმატებები უსურვეს. ეს უკრაინის ნაკრების წევრებს დამატებით მოტივაციას შესძენს.

აღსანიშნავია ისიც, რომ შეხვედრის მიმდინარეობისას ძლიერ წვიმას პროგნოზირებენ. სტადიონს მოძრავი სახურავი გააჩნია, რომელსაც მატჩის მიმდინარეობის დროს, სავარაუდოდ, გამოიყენებენ. ასე მოუწიათ ფეხბურთელებს მატჩისწინა ვარჯიშის ჩატარებაც.


გერმანიის ნაკრების ბოლო 5 მატჩი:

14.11.15 ამხ. საფრანგეთი გერმანია 2:0
26.03.16 ამხ. გერმანია ინგლისი 2:3
29.03.16 ამხ. გერმანია იტალია 4:1
29.05.16 ამხ. გერმანია სლოვაკეთი 1:3
04.06.16 ამხ. გერმანია უნგრეთი 2:0

უკრაინის ნაკრების ბოლო 5 მატჩი:

17.11.16 ეჩშ. სლოვენია უკრაინა 1:1
24.03.16 ამხ. უკრაინა კვიპროსი 1:0
28.03.16 ამხ. უკრაინა უელსი 1:0
29.05.16 ამხ. რუმინეთი უკრაინა 3:4
03.06.16 ამხ. ალბანეთი უკრაინა 1:3

ურთიერთშეხვედრები:
11.11.11 – ამხანაგური: უკრაინა 3:3 გერმანია
14.11.01 – მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი: გერმანია 4:1 უკრაინა
10.11.01 – მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი: უკრაინა 1:1 გერმანია
07.06.97 – მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი: უკრაინა 0:0 გერმანია
30.04.97 – მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი: გერმანია 2:0 უკრაინა


Loew - Fomenko

იოახიმ ლიოვი (გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “უკრაინის ნაკრები ფიზიკურად ძლიერი გუნდია. მეტოქეს ფლანგებზე სწრაფი ფეხბურთელები ჰყავს, რომლებიც კონტრშეტევებზე ძალზედ სახიფათონი არიან. მათ 90 წუთის განმავლობაში მაქსიმალურ სისწრაფეებზე თამაში შეუძლიათ. თუ გავაკეთებთ იმას, რაც შეგვიძლია და ბურთსაც გავაკონტროლებთ, მაშინ უკრაინის ნაკრების დამარცხების შესაძლებლობა გვექნება.

2014 წლამდე, როგორც წესი, ერთი სქემით ვთამაშობდით, თუმცა ბოლო ორ წელიწადში სისტემა გავაუმჯობესეთ. ახლა ჩვენთვის იმდენად მნიშვნელოვანი აღარ არის, სამი ცენტრალური მცველით დავიწყებთ თამაშს თუ ორით. მატჩის მიმდინარეობისას უკვე შეგვიძლია სქემის შეცვლა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია”.

მიხაილო ფომენკო (უკრაინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “სტარტი ყოველთვის რთულია. შესაძლოა, გაგვიმართლა კიდეც იმის გამო, რომ პირველ მატჩს გერმანიის ნაკრებთან ვთამაშობთ. ყველას კარგად გვესმის, რაოდენ რთული შეხვედრა იქნება.

ნებისმიერი გუნდი ვითარდება. გერმანიის ნაკრების მიერ მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება უკვე წარსულია. ვფიქრობ, რომ მათ უმაღლესი მიზნები აქვთ დასახული, ვინაიდან ევროპის ჩემპიონატი დიდი ხანია არ მოუგიათ. ვფიქრობ, მათი მთავარი მიზანი გამარჯვებაა.

ჩვენს ტაქტიკაზე არ ვისაუბრებ. ამ საკითხს გუნდში განვიხილავთ”.


ფეხბურთელებს შორის კავშირი:

ჯერომ ბოატენგს, მარიო გომესს, ტონი კროოსს, თომას მიულერს, მანუელ ნოიერს, ბასტიან შვაინშტაიგერსა (გერმანია) და ანატოლი ტიმოშჩუკს (უკრაინა) 2009-2013 წლებში მიუნხენის “ბაიერნში” ერთად უთამაშიათ.


სავარაუდო შემადგენლობები:

გერმანია: ნოიერი, ჰიოვედესი, მუსტაფი, ბოატენგი, ჰეკტორი, კროოსი, ხედირა, მიულერი, იოზილი, დრაქსლერი, გომესი.

cats

უკრაინა: პიატოვი, ფედეცკი, ხაჩერიდი, რაკიცკი, შევჩუკი, სტეპანენკო, სიდორჩუკი, გარმაში, იარმოლენკო, კონოპლიანკა, ზოზულია.

cats


Fanebi.Com-ის პროგნოზი
გერმანია 2:1 უკრაინა

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

როგორი იქნება ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ბურთი? (ფოტო)

ინტერნეტსივრცეში ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ოფიციალური ბურთის ფოტოები გავრცელდა. ბურთს Adidas Uniforia ერქმევა, მისი შემქმნელი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჰიცფელდი: “ბასტიანისგან დიდებული მწვრთნელი დადგება”

მიუნხენის “ბაიერნის” ლეგენდა, ოტმარ ჰიცფელდი, ბასტიან შვაინშტაიგერს დიდ სამწვრთენლო კარიერას უწინასწარმეტყველებს. შეგახსენებთ, რომ ბასტიან...
წაკითხვა
ფეხბურთი

დე ხეას ბრწყინვალე სეივი შვედეთთან მატჩში (ვიდეო)

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, შვედეთისა და ესპანეთის ნაკრებებს შორის მატჩის მიმდინარეობისას დავიდ დე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიბრალტარი – საქართველო (სასტარტო შემადგენლობები)

დღეს, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრები სუმტრად გიბრალტარს დაუპირისპირდება. უკვე ცნობილია, თუ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

უკრაინელი ფეხბურთელები და ფანები პორტუგალიასთან მატჩის შემდეგ (ვიდეო)

14 ოქტომბერს, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე უკრაინის ნაკრები კიევის ოლიმპიურ სტადიონზე პორტუგალიას დაუპირისპირდა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კრიშტიანო რონალდუმ კარიერაში მე-700 გოლი გაიტანა (ვიდეო)

კრიშტიანო რონალდუმ პროფესიონალურ კარიერაში მე-700 გოლი გაიტანა. 34 წლის თავდამსხმელმა უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ გამართული მატჩის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

70 000 უკრაინელის მიერ შესრულებული ჰიმნი პორტუგალიასთან მატჩის წინ (ვიდეო)

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე უკრაინის ეროვნული ნაკრები კიევში პორტუგალიას მასპინძლობს. მატჩის დაწყების წინ, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მიროსლავ კლოზე: “ლევანდოვსკი ჩემზე ათჯერ უკეთესია”

გერმანული ფეხბურთის ლეგენდა, მიროსლავ კლოზე, მიიჩნევს, რომ რობერტ ლევანდოვსკი მასზე უკეთესი თავდამსხმელია. შეგახსენებთ, რომ კლოზეს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორ ეხმაურებიან ირლანდიელები საქართველოსთან გამართულ მატჩს?

12 ოქტომბერს, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრები “დინამო არენაზე” ირლანდიას” დაუპირისპირდა და [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

კასპერ შმეიხელის სეივები შვეიცარიასთან მატჩში (ვიდეო)

12 ოქტომბერს, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე დანიის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე შვეიცარია მიიღო და […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მიკ მაკკარტი: “ჩვენთვის ეს ქულა მოპოვებული ქულაა”

ირლანდიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მიკ მაკკარტიმ საქართველოსთან გამართული მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუ...
წაკითხვა
ფეხბურთი

საქართველოს ნაკრებმა შინ ირლანდიასთან ფრედ ითამაშა

12 ოქტომბერს ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი შედგა საქართველოსა და […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

საქართველო – ირლანდია (სასტარტო შემადგენლობები)

დღეს, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრები “დინამო არენაზე” ირლანდიას დაუპირისპირდება. უკვე ცნობილია, [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

ანდრეი შევჩენკოს მთელი სტადიონი ფეხზე წამოუდგა და ტაში დაუკრა (ვიდეო)

11 ოქტომბერს, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე უკრაინის ნაკრებმა ხარკოვში ლიტვა მიიღო და მეტოქე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კრიშტიანო რონალდუმ ლუქსემბურგის ნაკრებს ეფექტური გოლი გაუტანა (ვიდეო)

11 ოქტომბერს, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე პორტუგალიის ნაკრები საკუთარ მოედანზე ლუქსემბურგს დაუპირისპირდა და […]...
წაკითხვა