გია გეგუჩაძე: “ნათლად ჩანს, რომ ამ გუნდს პოტენციალი აქვს”
“დინამო” – “ჩიხურას” დასრულების შემდეგ კომეტანრი თბილისელთა თავარმა მწვრთნელმა, გია გეგუჩაძემ გააკეთა.
გია გეგუჩაძე: “სეზონის კარგად დასრულება ყველა გუნდს სურს. ამდენად, მეტოქის წინააღმდეგობამ არ გაგვაკვირვა. სასიხარულოა, რომ ჩვენმა გუნდმა სამწვრთნელო შტაბის სადებიუტო შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა.
იყო ხარვეზები, თუმცა ნათლად ჩანს, რომ ამ გუნდს პოტენციალი აქვს. მადლობა ფეხბურთელებს თავდადებისთვის. ფეხბურთელებს დაღლილობა ეტყობათ და პაპუნაშვილიც სწორედ ამის გამოშევცვალე. სეზონის ბოლო მატჩი რომ ყოფილიყო მას მოედანზე დავტოვებდი, თუმცა წინ თასის ფინალი გველის.”