გია გეგუჩაძე: “ფინალისთვის უჩვეულო ანგარიში დაფიქსირდა”
საქართველოს თასის ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს “დინამოს” მთავარი მწვრთნელი, გია გეგუჩაძე გაესაუბრა.
“ფინალისთვის ცოტა უჩვეულო ანგარიში დაფიქსირდა. “სამტრედია” საკმაოდ ძლიერი გუნდია, თუმცა დღევანდელ შეხვედრაში გადამწყვეტი მესამე გოლი გახდა, რომელმაც მეტოქე გატეხა.
ბიჭებმა დღევანდელი გამარჯვება დაიმსახურეს. გუნდა ფინალამდე გრძელი გზა გაიარა, რაც პირველ ლიგში ძველი სამწვრთნელო შტაბის დამსახურებაა, რისთვისაც მათ მადლობას ვუხდი. ჩვენ კი მხოლოდ ბოლოს მოვედით და დასახული ამოცანა შევასრულეთ. პირადად ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი თასია, რადგან ის უდიდესი ადამიანის სახელს ატარებს.
დიდი ხანი არ არის რაც გუნდში ვარ, ამიტომ გასაძლიერებელ პოზიციებზე საუბარი ჯერ ნაადრევია. ყველაფერს მომავალი გვიჩვენებს”