გია გეგუჩაძემ ნაკრებში ზივზივაძეს და გვილიას უხმო

თარიღი: მარტი 25, 2016

სან მარინოს 21-წლამდე ნაკრებთან ევროშესარჩევი მატჩის მოგების (4:0) შემდეგ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მზადებას აგრძელებს. გია გეგუჩაძის გუნდი 28 მარტს ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ამხანაგურ მატჩს გამართავს უკრაინელ თანატოლებთან. შეხვედრა 18 საათზე დაიწყება და დასწრება თავისუფალი იქნება.

საქართველოს ნაკრები უკრაინელებთან სათამაშოდ სამი წამყვანი ფეხბურთელის გარეშე ემზადება – გიორგი აბურჯანია, ლაშა დვალი და ნიკა კაჭარავა ეროვნულ გუნდში მიიწვიეს. რაც შეეხება კიდევ ერთ დანაკლისს – ავთო ენდელაძე ავადმყოფობის გამო ვერ ეხმარება ნაკრებს.

21-წლამდელებში მატებაცაა: გია გეგუჩაძემ გამოიძახა „სამტრედიას“ თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე, რომელიც უკვე შეუერთდა ნაკრებს და ბელარუსული „მინსკის“ ნახევარმცველი ვალერიან გვილია, რომელიც ხვალ გამოცხადდება შეკრებაზე.

ხვალ-ზეგ საქართველოს ნაკრები ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ ივარჯიშებს, 27 მარტს კი მატჩისწინა წვრთნას ზესტაფონში ჩაატარებს. ამავე დღეს აქვს „დავით აბაშიძეზე“ ვარჯიში დაგეგმილი უკრაინასაც, რომელმაც გუშინ ამხანაგურ მატჩში ავსტრია 1:0 დაამარცხა.

სფფ-ის პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

“ტორპედო” “საბურთალოს” 17 და 19-წლამდელებით ეთამაშება

ქუთაისის “ტორპედოს” სოციალურ გვერდზე ოფიციალური განცხადება გამოქვეყნდა. “19 ოქტომბერს “ტორპედო” წყალტუბოში კრისტალბეთ ეროვნული ლიგის...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვაისი: “ხარაიშვილის ტრავმამ გუნდზე უარყოფითად იმოქმედა”

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა გიბრალტართან მოგებული მატჩის (2:3) შემდეგ კომენტარი გააკეთა. “რა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვინ იყო საუკეთესო გიბრალტართან მატჩში?

საქართველოს ეროვნულმა ნაკრება ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-7 მატჩში გიბრალტარს ძალიან მძიმედ, 2-3 მოუგო. შეხვედრის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

საქართველოს ნაკრებმა გიბრალტარს სტუმრად ძლივს მოუგო

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2020 წლის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-7 შეხვედრაში გიბრალტარს ესტუმრა და მძიმედ, 2-3 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

3-დან 3 – საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ხორვატიას მოუგო

საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ხორვატიის ნაკრები 2-0 დაამარცხა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. გოლები გულიაშვილისა და […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიბრალტარი – საქართველო (სასტარტო შემადგენლობები)

დღეს, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრები სუმტრად გიბრალტარს დაუპირისპირდება. უკვე ცნობილია, თუ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ყაზაიშვილი: “თითოეული ფეხბურთელის სურვილია, რომ გულშემატკივრები გავახაროთ “

საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, ვაკო ყაზაიშვილმა გიბრალტარის წინააღმდეგ გასამართი მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. “გასულ შეხვედრებში ...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორი იქნება ბათუმის “დინამოს” ახალი ბაზა (ფოტო)

ბათუმის “დინამოს” ახალი ბაზა ექნება. პროექტი უკვე შექმნილია და ის რამდენიმე ნაწილისაგან შედგება. ბაზაზე განთავსებული […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი ქვილითაია: “ვცდილობდი და ცდა არ მომიკლია”

საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, გიორგი ქვილითაიამ საინტერესო კომენტარი გააკეთა. “ვთვლი, რომ კარგად ვითამაშეთ. უპირატესობა შევქმენით...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორ ეხმაურებიან ირლანდიელები საქართველოსთან გამართულ მატჩს?

12 ოქტომბერს, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრები “დინამო არენაზე” ირლანდიას” დაუპირისპირდა და [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოთარ კიტეიშვილი: “რასაც დავიმსახურებ, ის არ დამეკარგება არასდროს”

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა, ოთარ კიტეიშვილმა ირლანდიასთან 0-0 თამაშის შემდეგ კომენტარი გააკეთა. “საკმაოდ ნორმალურად ვითამაშეთ,...
წაკითხვა
ფეხბურთი

გოჩა თანდარაშვილი: “მწვრთნელიც უნდა ხვდებოდეს და…”

საქართველოს ნაკრების გულშემატკივარმა, გოჩა თანდარაშვილმა ირლანდიასთან დაფიქსირებულ ფრეზე და გუნდის მდგომარეობაზე ისაუბრა. “თამაშის ხარისხი ალბათ...
წაკითხვა