გია გეგუჩაძემ შემადგენლობა დაასახელა
1 და 6 სექტემბერს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დასკვნით ორ მატჩს ჩაატარებს. გია გეგუჩაძის გუნდი ჯერ ესტონეთს ესტუმრება, მერე კი ხორვატიას უმასპინძლებს.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 6-გუნდიან ჯგუფში 9 ქულით მეოთხე ადგილზეა.
ჩვენი გუნდი ესტონეთში 29 აგვისტოს გაფრინდება და გია გეგუჩაძეს ტალინში 21 ფეხბურთელი მიჰყავს:
მეკარეები: ლაზარე კუპატაძე (ლოკომოტივი), ოთო გოშაძე (საბურთალო), ბექა ქურდაძე (საბურთალო);
მცველები: თორნიკე კირკიტაძე (დინამო თბ), გრიგოლ ჩაბრაძე (საბურთალო), გიორგი თევზაძე (დინამო თბ), გაგი მარგველაშვილი (საბურთალო), ჯემალ ტაბიძე (გენტი, ბელგია), დაჩი ცნობილაძე (სამტრედია), ირაკლი კომახიძე (შუქურა);
ნახევარმცველები: ოთარ კიტეიშვილი (დინამო თბ), გიორგი ხარაიშვილი (საბურთალო), გიორგი გოროზია (სტაბეკი, ნორვეგია), ვალერიან გვილია (ბატე, ბელარუსი), ირაკლი ბიძინაშვილი (საბურთალო), ლევან ნონიკაშვილი (დილა), მათე ცინცაძე (დინამო თბ);
თავდამსხმელები: ნიკა კაჭარავა (ეთნიკოსი, კვიპროსი), გიორგი ბერიძე (გენტი, ბელგია), ბაჩანა არაბული (სამტრედია), ბუდუ ზივზივაძე (სამტრედია).
GFF.GE