გია გეგუჩაძის სემინარი აჭარაში

თარიღი: სექტემბერი 17, 2016

16 სექტემბერს, სფფ-ის ტექნიკური დირექტორი ზაზა ზამთარაძე, რეგიონული ფეხბურთის განყოფილების ხელმძღვანელი გოჩა თამაზაშვილი და ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე, სამწვრთნელო შტაბთან ერთად, აჭარის ფეხბურთის ფედერაციას ესტუმრნენ.

ვიზიტის ფარგლებში სფფ-ისა და ახალგაზრდული ნაკრების წარმომადგენლები ბათუმში სემინარს უძღვებიან, რომელიც 2 დღეს გასტანს და თეორიულ და პრაქტიკულ კომპონენტს მოიცავს. სემინარი მეთოდური რეკომენდაციების გაცემას, რეგიონული ნაკრებების ჩამოყალიბებასა და რეგიონში ფეხბურთის განვითარებას ისახავს მიზნად.

სემინარს აჭარის რეგიონული ფედერაციის წარმომადგენლები და ამავე რეგიონის მწვრთნელები ესწრებიან.

GFF.GE

მსგავსი სიახლეები