გია გიგატაძის პირველი შეხვედრა გუნდთან
დღეს გუნდი საგურამოში შეიკრიბა და განაახლა ვარჯიში „ვიტ ჯორჯიასთან“ გასამართი მატჩისთვის.
დღესვე მოხდა „დილას“ ახალი მთავარი მწვრთნელის გია გიგატაძის გუნდთან პირველი შეხვედრაც. წვრთნამ საათნახევარი გასტანა და ვარჯიშის შემდეგ, „დილას“ მთავარ მწვრთნელს ვთხოვეთ ორიოდე სიტყვით დაეფიქსირებინა თავისი აზრი დავით ყიფიანის სახელობის თასის ნახევარფინალის წილისყრაზე, სადაც მოგეხსენებათ გორის „დილა“ თბილისის „დინამოს“ დაუპირისპირდება.
გია გიგატაძე: „ჩვენი შემადგენლობიდან გამომდინარე შანსებს 50-50-ზე ვაფასებ. რა თქმა უნდა, ადვილი თამაში არ იქნება, თუმცა არც „შუქურასთან“ და არც „ჩიხურასთან“ არ გვექნებოდა ადვილი შეხვედრები.
თასს თავისებური სპეციფიკა გააჩნია. საკმაოდ ბევრია შემთხვევა, როცა სხვადასხვა ევროპული ქვეყნების დაბალ ლიგაში მოასპარეზე კლუბები საკუთარი ქვეყნის გათამაშებაში საკმაოდ წარმატებით ასპარეზობენ. ჩვენც რათქმაუნდა ჩვენის მხრივ ყველაფერს გავაკეთებთ რომ გავახაროთ საკუთარი გულშემატკივარი და გავიდეთ ფინალში.“
ხვალ 15:00საათზე გორში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონის საფრესკონფერენციო დარბაზში მოხდება „დილას“ ახალი მთავარი მწვრთნელის წარდგენა.
„დილას“ პრესსამსახური