გია ჭიაბრიაშვილი: “ჩვენ მთელი ქვეყანა უნდა წარმოვადგინოთ, ეს სულ სხვა ემოციაა!”

თარიღი: დეკემბერი 4, 2018

საბურთალომ პირველად მხოლოდ სამი წლის წინ ითამაშა ეროვნულ ლიგაში; კლუბი ზრდის ფეხბურთელებს და აწვდის ასაკობრივ ნაკრებებს… საბურთალო წელს თითქმის პირველივე ტურიდან ლიდერობდა…

კლუბის მწვრთნელი 39 წლის გიორგი ჭიაბრიშვილია, რომელმაც 2012 წელს ზესტაფონიც მიიყვანა ჩემპიონობამდე. ეს კი უკვე ჭიაბრიშვილის მეორე ჩემპიონობაა.

ემოციები… მეორედ გახდით საქართველოს ჩემპიონი.

ექვსი წლის წინანდელს რომ შევადაროთ, არ გამოვა. მაშინდელმა ფედერაციამ თავიდან რუსთავის მეტალურგი გამოაცხადა ჩემპიონად, ზესტაფონი კი მეორეზე დარჩა. თუმცა რეგლამენტში არსებული პუნქტის მიხედვით, მოგვიანებით ადგილები შეიცვალა: ჩემპიონად ზესტაფონი გამოაცხადეს. ასე რომ, მაშინ პირველი დღის ცხელ-ცხელი ემოცია, ფაქტობრივად, გამოვტოვეთ. ახლა კი სულ სხვა ემოცია იყო, თანაც, სამი ტურით ადრე რომ გახდები… რა გითხრათ, ძალიან ბედნიერი ვარ.

რომელი იყო საკვანძო მომენტი ჩემპიონატის განმავლობაში?

თავიდანვე კარგად დავიწყეთ და მაშინ ბევრი ფიქრობდა, საბურთალოს ლიდერობა დროებითია, შემთხვევითობააო. დრო გადიოდა და წამყვან გუნდებს ვუგებდით. მერე კი მეტოქეები გაფრთხილდნენ, ესე იგი, მთლად შემთხვევითობაც არ ყოფილა. აი, როცა საკმაოდ წინ ვიყავით და იმ დროს დინამოსთან და ტორპედოსთან მოვიგეთ, სწორედ ეს იყო საკვანძო მომენტი.

ჩანს, რომ საბურთალო შეკრული გუნდია და კონკრეტულად ერთ-ორ ფეხბურთელზე არაა დამოკიდებული. ეს რამდენად ამსუბუქებს მწვრთნელის მუშაობას?

გეთანხმებით და ფეხბურთელების გამორჩევა არც მე მინდა. ჩვენ სეზონის წინ ლიდერი დაგვაკლდა (გიორგი ხარაიშვილი გიოტებორგში გადავიდა), მას მერე კი ყველამ იტვირთა ლიდერობა. მწვრთნელისთვის ეს ფუფუნებაა.

ყველაზე მეტად როდის გაუჭირდა საბურთალოს?

მესამე წრეში ტრავმიანობამ იმატა და შედარებით თამაშის ხარისხმაც იკლო.

გაისად საბურთალო პირველად გავა ევროტურნირებზე და თანაც, ჩემპიონთა ლიგაზე. ალბათ, შემადგენლობაც უკეთესობისკენ შეიცვლება.

გუნდი, როგორც მექანიზმი, ხშირად იცვლება და ამჯერადაც ასე იქნება. ზოგი ფეხბურთელი დაგვტოვებს, მათ ნაცვლად სხვები მოვლენ და აუცილებლად გაკეთდება უფრო მეტი აქცენტი ლეგიონერებზე. ჩვენ უკვე არა მხოლოდ ქალაქი, არამედ, მთელი ქვეყანა უნდა წარმოვადგინოთ. ევროტურნირები სხვა დონეა…

 

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

“მანჩესტერ სიტიმ” “ლივერპული” ოთხბურთიანი სხვაობით გაანადგურა(ვიდე

პრემიერ ლიგის 2019/20 წლების სეზონის დასრულებამდე 7 ტურით ადრე გაჩემპიონებული “ლივერპული” 2 ივლისს თავის მთავარ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლევან მჭედლიძის 53 წუთი და საჩემპიონო გოლი

თბილისის “დინამო” 30 წლის ფორვარდმა, ლევან მჭედლიძემ დატოვა. კლუბის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში, მხარეებს შორის კონტრაქტი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ეროვნული ლიგა – ბათუმში მხოლოდ ფრე!

ეროვნული ლიგის მე-4 ტური ბათუმში, “დინამომ” “საბურთალო” მიიღო და სეზონში მე-4 ფრე გააგორა. ანგარიში 61-ე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

იკარდიმ “ინტერის” დატოვების მიზეზები განმარტა

“პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელმა მაურო იკარდიმ მილანის “ინტერიდან” წამოსვლის მიზეზებზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ მაისში არგენ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლევან მჭედლიძემ თბილისის “დინამო” დატოვა

ლევან მჭედლიძემ “დინამო” დატოვა. თბილისური კლუბის ოფიციალური გვერდის ცნობით, ფეხბურთელსა და კლუბს შორის არსებული ხელშეკრულება […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

აშრაფ ჰაკიმი “ინტერში” გადავიდა

მადრიდის “რეალის” მცველი აშრაფ ჰაკიმი, რომელმაც 2019-2020 წლების სეზონი განათხოვრების წესით დორტმუნდის “ბორუსიაში” გაატარა, მი...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე ძირითადი სამშენებლო სამუშაოები დასრულდა (ფოტო, ვიდეო)

ბათუმის ახალ საფეხბურთო სტადიონზე ძირითადი სამშენებლო სამუშაოები დასრულდა. ამჟამად შიდა მოპირკეთებითი, გარე კეთილმოწობის, სახანძრო და […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სიმეონეს რეაქცია, როცა გრიზმანი მოედანზე 90-ე წუთზე შეჰყავდათ (ვიდეო)

30 ივნისს, ესპანეთის ჩემპიონატის 33-ე ტურში “ბარსელონამ” საკუთარ მოედანზე “ატლეტიკო” მიიღო და ფრედ 2:2 ითამაშა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დანიაში ფანებს, რომლებიც დისტანციას არ იცავდნენ, ხელკეტებით სცემეს (ვიდეო)

პირველ ივლისს დანიის თასის ფინალური შეხვედრა შედგა “ოლბორგსა” და “სონდერიისკეს” შორის, რომელიც ამ უკანასკნელის ორბურთიანი [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

პოჩეტინომ “ბენფიკა” იუარა

ორი დღის წინ ლისაბონის “ბენფიკამ” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ბრუნუ ლაჟე გაათავისუფლა. პორტუგალიური კლუბის ხელმძღვანელები მეორე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გრიზმანის ძმა სეტიენს: “ორი წუთი? ტირილი მინდა, სერიოზულად”

“ატლეტიკოსთან” საშინაო კედლებში ქულების დაკარგვის (2-2) შემდეგ კატალონიის “ბარსელონას” მთავარ მწვრთნელზე ზეწოლა კიდევ უფრო გაი...
წაკითხვა