გია ჭიაბრიშვილი მოსკოვის “დინამოს” მატჩამდე: “ეს არის სპორტი, ეს არის ფეხბურთი” !
თბილისის “ლოკომოტივის” მთავარმა მწვრთნელმა გია ჭიაბრიშვილმა მოსკოვის “დინამოსთან” გასამართი მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.
“ტრავმირებული ფეხბურთელები არ გვყავს, კარგი განწყობით ვხვდებით ამ მატჩს.”
“კრაიოვა” ძალიან ძლიერი გუნდი იყო, თუმცა მუდმივად ერთი განლაგებით თამაშობდნენ და ამ კუთხით, ადვილი იყო მათი შესწავლა. “დინამო” მუდმივად ცვლის განლაგებებს, ხან 5 მცველით თამაშობენ, ხან 4-ით. ძალიან გამოცდილი ფეხბურთელები ჰყავთ, როგორც “კრაიოვასაც”, მაგრამ “დინამოს” უფრო მეტი და ძლიერი ოსტატები ჰყავს”
“ძალიან კარგი ფეხბურთი ითამაშა, დაცვითი. ეს არ ნიშნავს რომ სიუხეშე ვერ დავინახე. მთელი თამაში ელოდებოდა თავის შანსს და მიზანს მიაღწიეს. ქართული გუნდების თამაში ამ დონის ტურნირზე, უკვე წნეხია. მიზანი მაქვს რომელიმე ქართული გუნდით, რომელიმე ქართულმა გუნდმა შეძლოს ჯგუფურ ეტაპზე გასვლა და როცა 1 გააკეთებს, უკვე ძალიან გაადვილდება. ჩემთვის ეს არის ასპარეზი და ის სიხარული, რაც ჩვენმა გუნდმა შეუძლია ხალხს მოუტანოს. ვცდილობ, ის ზედმეტი წნეხი ფეხბურთელებს მოვუხსნა. მათთვის ეს მხოლოდ უნდა იყოს სპორტი და შეეცადონ მომდევნო ეტაპზე გავიდნენ”.
გიამ “დინამოს” პრეზიდენტის განცხადებასაც უპასუხა, რომელმაც აღნიშნა, რომ ხვალ საქართველო-რუსეთის მატჩი იქნება.
“ეს განცხადება არასერიოზულია. რუსეთს და საქართველოს ძალიან ბევრი რამ აქვს, ეს კი სპორტია, ეს არის ფეხბურთი. მას უპასუხეს პრესამაც და იმ ადამიანებმაც, რომელთაც ჭკუა მოეკითხებათ. ეს ადამიანი ძალიან შორის არის რეალობიდან. ხვალ თამაშობს მოსკოვის “დინამო” და თბილისის “ლოკომოტივი” და არა, საქართველო-რუსეთი. ვისაც სხვა რაღაცა აინტერესებს, მათი პრობლემაა. სულერთია, ვინც უნდა ყოფილიყო, კიევის “დინამო” თუ “მანჩესტერი, ჩვენ მხოლოდ მომდევნო ეტაპზე გასვლას ვეცდებით. ხალხის გახარება ჩვენ ხვალინდელი გამარჯვებით შეგვიძლია”, – დასძინა ჭიაბრიშვილმა.
”