გია ჭიაბრიშვილი: “უდიდესი მადლობა ჩემს ბიჭებს, ლევან კორღალიძეს და ჟურნალისტებს!”
თბილისის “ლოკომოტივის” მთავარმა მწვრთნელმა გია ჭიაბრიშვილმა მოსკოვის “დინამოსთან” 2-1 გამარჯვების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.
“ეს ჩემს კარიერაში ყველაზე დიდი გამარჯვებაა. გასული ევროტურნირები უდიდესი მარცხი იყო და უდიდესი მადლობა ბიჭებს, რომ მომეცა საშუალება რეაბილიტაცია მომეხდინა. ბოდიშს არასდროს მოვიხდი, რადგან მაშინ და დღესაც მთელი გული და სული ჩავდეთ და დღეს ეს გამარჯვება დავიმსახურეთ. უდიდეს მადლობას გიხდით, თქვენ, ჟურნალისტებსაც, რომლებიც დღეს მე-12 გულშემატკივარი იყო”
“მღელვარება იქნება სულ, წელიწადში ერთხელ გიწევს თამაში და უცებ, სხვა თამაშებიდან გადადიხარ სხვა თამაშზე. მაქსიმუმი რაც შეგვეძლო, ახლა, ის გავაკეთეთ. იქ უკვე აღარაფერი აღარ გვაქვს სანერვიულო და რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ ჩვენი დავდეთ”.
“ნელ-ნელა მოვა ეს ემოციები. რაღაცა ნაკადმა შემიყვანა, ამაგდო სადღაც, უბრალოდ, სიამაყის გრძნობაა,რომ თქვენ, ხალხი, გაგვახაროთ და მადლობა ღმერთს ამისთვის. მთავარი გასაკეთებელი, მაინც ჯგუფურ ეტაპზე გასვლაა. ”
“ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ლევან კორღალიძეს, აქ ძალიან მაგარი ბაზა დამხვდა და მადლობას ვუხდი. ამ ეტაპის გასვლას არ მეგონა, არც წინა ეტაპის, მაგრამ ნელ-ნელა რაღაცები ლაგდება, ხარისხიც იმატებს. თავდაჯერებულებიც გავხდით. “გრანადა” ლა ლიგაში თამაშობს, ურთულესი იქნება, მაგრამ ყველაფერს დავდებთ გასამარჯვებლად”
“გვაქვს საჩხერესთან თასი, მე ისე არ ვუყურებ, რომ ყურადღება მოვაკლო ამ თამაშს. პლუს, 1 კვირაში გვაქვს. ესპანეთთან. არ არის მარტივი 1 კვირაში წახვიდე, წამოხვიდე. ეს ურთულესი პროცესია”