გია ჭიაბრიშვილი: “ზაგრების “დინამოსთან” 1 შეტევითი კოზირი გვაქვს”

თარიღი: ივლისი 20, 2019

საფეხბურთო კლუბი საბურთალო ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა ტირასპოლის შერიფის ბარიერი გადალახა. ორმატჩიანი დაპირისპირება ქართულმა კლუბმა საერთო ჯამში 4-3 მოიგო.  საბურთალოს მომდევო მეტოქე ზაგრების დინამოა. კლუბის მიერ ჩატარებულ მატჩებსა და სამომავლო გეგმებზე გიორგი ჭიაბრიშვილი საუბრობს.

 გასვლაზე 0-3 მოგებული თამაშის შემდეგ მოულოდნელი იყო საკუთარ მოედანზე საწყის 11 წუთში გაშვებული 3 გოლი. რა მოხდა მატჩის დებიუტში?

გიორგი ჭიაბრიშვილი: წარუმატებელი სტარტი გვქონდა. მეორე წუთზე მივიღეთ პირველი გოლი და ამან პანიკური სიტუაცია შექმნა. ყველანაირი გეგმა და დავალება რაც თამაშამდე გვქონდა, მეორე რიგში გადავიდა. ქვეცნობიერში წავიდა ფიქრი იმაზე თუ როგორ შეგვენარჩუნებინა ანგარიში. ამ ყველაფერს მოჰყვა მეორე და მესამე გოლი.  მე რაც შემიძლია  ვთქვა არის ის , რომ ჩემმა ფეხბურთელებმა ამ სიტუაციის გაანალიზება და გონზე მოსვლა მოახერხებს. მსგავსი მოცემულობის შემოტრიალება არამხოლოდ ქართულ კლუბებს არამედ ძალიან დიდ გუნდებს უჭირთ.  

ალბათ აქვს ახსნა თუ რატომ განვითარდა ასე მოვლენები. ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ გუნდმა 3-0 მოგებული მატჩის შემდეგ ჩათვალა რომ საქმის 90 პროცენტი გაკეთებული იყო. ასეთ დროს ყოველთვის ისჯები. ახალგაზრდა ფეხბურთელებთან გვაქვს საქმე და ვიმედოვნებ, რომ ეს გამოცდილება სამომავლოდ გამოგვადგება.  გუნდს ჯერ მაინც უჭირს იმის გათვითცნობიერება თუ სად ვთამაშობთ და რამხელა რაღაცა დგას კონკრეტული მატჩების უკან.

შეძელით თუ არა გაშვებული გოლების შემდეგ ფეხბურთელებისთვის მითითებების მიცემა?

გიორგი ჭიაბრიშვილი: შესვენებამდე ვერაფერი ვერ მოვახერხე და ეს იყო ძალიან რთული ჩემთვის.  გულშემატკივრების სიმრავლის გამო ( რომელსაც არ ვართ საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონაში მიჩვეული) გამიჭირდა ჩემი სათქმელის ფეხბურთელებამდე მიტანა. რომც მქონოდა საშუალება ალბათ მაინც  ვერ გაიგებდნენ მიღებული შოკის გამო.

შესვენებაზე რა მოხდა?

გიორგი ჭიაბრიშვილი: შესვენებაზე დიდი ტაქტიკური ცვლილებები არ გამიკეთებია. მე მათ უბრალოდ ვკითხე: რა ხდება, რას ვთამაშობთ  და რატომ არ არის ეს ჩვენი თამაში? ვუთხარი, რომ ვითამაშოთ ის ფეხბურთი რასაც ზოგადად ვთამაშობთ და დასრულდეს დაპირისპირება ისე როგორც დასრულდება. ამის შემდეგ დაილაპარაკეს დალაგდნენ და თავადაც ნახეთ რომ მეორე ნახევარში სულ სხვა გუნდი იყო მოედანზე.

ზოგადად მეგონა, რომ პირველ შეხვედრაში ასეთი დამაჯერებელი თამაშის შემდეგ მეორე მატჩში არ ექნებოდათ ისეთი სიფრთხილე, როგორსაც ადგილი ჰქონდა პირველ წუთებში.

დამაჯერებლად მოგებული  გასვლითი მატჩის შემდეგაც კი თქვენ მოერიდეთ ხმამარალ განცხადებებს. მაშინ გქონდათ სწორედ ის მოლოდინი რამ მიხეილ მესხის სახელობის არენაზე მოხდა?

გიორგი ჭიაბრიშვილი: მე გულწრფელად ვფიქრობდი, რომ შერიფი არ იყო ის გუნდი, რომელსაც საბურთალო მარტივად მოუგებდა. პირველ შეხვედრაში მოლდოველების მხრიდან მეტოქის შეუფასებლობა მოხდა, რომელიც ჩვენ კარგად გამოვიყენეთ. მაშინაც ვიზახდი და ბოლომდე დავრჩი ჩემს აზრზე, რომ თბილისში სულ სხვა გუნდის წინააღმდეგ მოგვიწევდა თამაში და გაცილებით რთული იქნებოდა.

გულშემეტკივრების ფაქტორი რამდენად დიდი იყო შერიფთან მატჩში?

გიორგი ჭიაბრიშვილი: ორმაგი სტუმული იყო ჩვენი ფეხბურთელებისთვის. ვერაფერს მოვახერხებდი შესვენებაზე და გუნდი ვერ შეძლებდა საჭირო განწყობის შექმნას, რომ არა ამდენი ადამიანის გულწრფელი ტაში და მხარდაჭერა. უბრალოდ გუნდი მწყდება ერთ რამეზე, რომ თბილისში ვერ ვანახეთ გულშემატკივარს ის, თამაში როგორიც ტირასპოლში. ეს რომ გამოგვსლოდა და დარწმუნებული ვარ უფრო გახარებულიბი და  ნასიამოვნები წავიდოდნენ სტადიონიდან.

რა იქნება ზაგრების დინამოსთან?

გიორგი ჭიაბრიშვილი: ზაგრების დინამოზე ჯერ სიღრმისეული ანალიზი გასაგები მიზეზების გამო არ გაგვიკეთებია. ზედაპირულად ვიცით როგორი გუნდია. ბევრად ძლიერი მეტოქეა ვიდრე შერიფი. მათ აქვთ ფინანსური რესურსი და ზოგადად ხორვატებს, რომ ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავთ ამას მუდმივად ამტკიცებენ.  კარგად მოვემზადებით მომავალი თამაშებისთვის. ვეცდებით, ის ლაფსუსები, რაც გვქონდა, გამოვასწოროთ.  დრო არ გვაქვს ბევრი, მაგრამ  გავმეორდები, რომ ჩემი ფეხბურთელები ამ დონეზე თამაშისთვის მზად არიან.

ხორვატიაში არ მიმდინარეობს ჩემპიონატი და შესაძლოა ფეხბურთელები არ იყვნენ სათანადო ტონუსში და ამას ემატება მატჩი გულშემატკივრების გარეშე ზაგრებში. ეს ფაქტორები რამდენად შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს ორრაუნდიან დაპირისპირებაში?

გიორგი ჭიაბრიშვილი: ეს ორი ფაქტორი აუცილებად გადამწყვეტი იქნება იმ შემთხვევაში თუ  მინდორზე გუნდების თანაფადრობა მეტ ნაკლებად ერთი დონის იქნება.  სანამ უშუალოდ არ ვნახავთ რა მოცემულობა იქნება მოედანზე ამაზე საუბარი რთულია. თუ ამ ბარიერი გადალახვის შანსი მოგეცემა, რა თქმა უნდა  ზემოხსენებული დეტალები იქნება უმნიშვნელოვანესი.

გაქვთ თუ არა შემონახული კოზირები, რომელიც ამ დრომდე არ დაანახეთ ზაგრების დინამოს წარმომადგენლებს?

გიორგი ჭიაბრიშვილი: შერიფთან დაპირისპირებაში ვეცადეთ რომ არ გამოგვეყენებინა ერთი შეტევითი კომპონენტი . ასე რომ  გვაქვს გარკვეული რეზერვი ამ მიმართულებით.



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

რუნი: “ჰოლანი ჩემპიონობისთვის ბრძოლაში მთავარი ფაქტორი იქნება”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა თავდამსხმელმა უეინ რუნიმ “მანჩესტერ სიტის” ფორვარდი ერლინგ ჰოლანი შეაქო. ნორვეგიელმა შემტევმა ი...
წაკითხვა
ფეხბურთი

არ გამოუვიდა არველაძეს, გამოუვა კომპანის? მიქაუტაძე ინგლისში

საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული “მეცის” თავდამსხმელით, ჟორჟ მიაქაუტაძეთი “ბარნლის” მთავარი მწვრთნელი, ვინსენტ კომპანი არის დ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბათუმის “დინამოს” დიდი შეცდომა – რეალურად რამდენს მიიღებენ აზაროვში?

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ბათუმის “დინამოს” 20 წლის მცველი ირაკლი აზაროვი კარიერას “ცრვენა ზვეზდაში” გააგრძელებს. [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

კვარას და მამარდას გუნდები ძალიან სუსტდებიან

“ნაპოლი” სერია A-ს დაწყების შემდეგ საკმაოდ დასუსტდა და გუნდი ლიდერებმა დატოვეს. ლორენცო ინსინიე “ტორონტოში” წავიდა, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ზურიკო დავითაშვილის ახალი გუნდი ცნობილია

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ბათუმის “დინამოს” ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი კარიერას ფრანგულ “ლორიენში” გააგრძელებს. ...
წაკითხვა
ფეხბურთი

მარი სარდლიშვილი: “ჯაბა კანკავა სტადიონიდან გადმოხტა, როცა დაინახა ფანები იწევდნენ&#

სოციალურ ქსელში მარი სარდლიშვილი საინტერესო პოსტს აქვეყნებს. სარდლიშვილი შვილთან ერთად “ოლიმპიაკოსი” – “სლოვანის” მატჩს ...
წაკითხვა
ფეხბურთი

თბილისის “დინამოში” ცვლილებებია – რა ხდება გუნდში?

თბილისის “დინამოში”, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა რომან ფიფიამ გუნდის გაყიდვა დაანონსა, გარკვეული ცვლილებები მოხდა. “დინამოდან”...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბარსელონამ” ლევანდოვსკი წარადგინა

33 წლის პოლონელი თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი “ბარსელონას” ფეხბურთელად ოფიციალურად წარადგინეს. ფეხბურთელი “ბლაუგრანას” ღირს...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მილანს” ჩემპიონობის გამეორება სურს

“მილანის” მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ კლუბის საზაფხულო სატრანსფერო საქმიანობა შეაფასა და 2022-2023 წლების სეზონის მიზანზეც [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჩაკვე ბრუნდება! გიორგის ძალიან მაგარი მატჩი “ოლიმპიაკოსთან” (ვიდეო)

ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართველების “სლოვანი” “ოლიმპიაკოსს” დაუპირისპირდა და შეხვედრა 1-1 დასრულდა. ერთ-ერთი გამორჩ...
წაკითხვა
ფეხბურთი

კვარაცხელია პირველივე ტურში ქართველს დაუპირისპირდება?

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ავსტრიული “ვოლფსბერგერის” ცენტრალური მცველის, ლუკა ლოჩოშვილის სანაცვლოდ იტალიურმა “ვერონამ” ...
წაკითხვა
ფეხბურთი

რომან გოცირიძე: “აზაროვის “სერბეთში” 300 ათას ევროდ გაყიდვა არის სირცხვი

ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა და პარლამენტის მოქმედმა წევრმა რომან გოცირიძემ ირაკლი აზაროვის სერბეთში გადასვლაზე დაწერა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

აზაროვი თვეში 20 ათას ევროს მიიღებს – კონტრაქტის სრული დეტალები

ბათუმის “დინამოს” მარცხენა მცველი ირაკლი აზაროვი კარიერას სერბულ “ცრვენა ზვეზდაში” გააგრძელებს. აზაროვი გუნდთან 4-წლიან კონტრა...
წაკითხვა
ფეხბურთი

კვარაცხელია: “როცა აქ ჩამოვედი, ტაქსის მძღოლმა მაშინვე მიცნო”

ხვიჩა კვარაცხელიამ გუშინ “ჟირონასთან” პენალტი გაიტანა და ძალიან მაგრად ითამაშა. ქართველმა იტალიელი ფანების განსაკუთრებული სიყვარული [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

სპალეტი: “კვარაცხელია ძვრება ისეთი სიტუაციებიდან, საიდანაც გამოსვლას არავინ მოელის&#

“ნაპოლისა” და “ჟირონას” შორის გამართული ამხანაგური მატჩი იტალიელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა. შეხვედრის მე-80 წუთზე ...
წაკითხვა