გია ჭიაბრიშვილმა ნაკრების მწვრთნელობაზე უარი თქვა?
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ლაშა დვალიშვილის გადაცემაში ნაკრების მომავალ მწვრთნელზე ისაუბრა.
“არ ვფიქრობ, რომ დავიგვიანეთ. ახალ მწვრთნელს, ვინც არ უნდა იყოს, ბიჭების მოსამზადებლად მხოლოდ რამდენიმე დღე ექნება. მანამდე ფეხბურთელები კლუბების განკარგულებაში არიან. ნაკრებს მწვრთნელი აუცილებლად ეყოლება შესარჩევის დაწყებამდე და საკმარისი დრო ექნება სამუშაოდ”
“საუბარი გვქონდა ქართველ და შვეიცარიელ სპეციალისტებთან. გული დამწყდა, რომ ქართველმა მწვრთნელმა უარი გვითხრა, შვეიცარიელთან კი თითქმის ბოლომდე შეთანხმებულები ვიყავით, მაგრამ ბოლოს ვეღარ გამოვიდა. დროებით მწვრთნელის დანიშვნა ყველაზე მეტად ჩვენ არ გვსურს, მაგრამ არაფერი არ უნდა გამოვრიცხოთ არასდროს. ჩვენ უახლოეს მომავალში გვეყოლება ახალი მენტორი, რომელიც გუნდს შესარჩევისთვის მოამზადებს და ექნება სრულფასოვანი კონტრაქტი”, – განაცხადა კობიაშვილმა.
გავრცელებული ინფორმაციით, ნაკრების მწვრთნელობა თბილისის “ლოკომოტივის” მთავარ მწვრთნელს, გია ჭიაბრიშვილს შესთავაზეს, მაგრამ მან უარი განაცხადა. მის მიმართ განსაკუთრებით დიდი ინტერესი მოსკოვის “დინამოსთან” გამარჯვების შემდეგ გამოვლინდა. ჭია საერთოდ თავდამბალი ადამიანია და ყოველთვის სურს დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოს. შესაძლოა, ფიქრობს, რომ ნაკრებისთვის ჯერ მზად არ არის.